რონალდოს შესახებ, რონალდოს მიერ....
ყველას მოგესალმებით. ვინც არ იცით, მინდა გამცნობოთ, რომ დღეს ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოს, ან უბრალოდ "ფენომენს" 38 წელი შეუსრულდა. ვინც მის თამაშს მოესწრო დამეთანხმება, რომ ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია(ჩემთვის ნომერ პირველი.) სწორედ "კიჭას" დამსახურებაა, რომ მე დღეს მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი ვარ. სტატიას, რომელსაც ახლა გთავაზობთ, კარგა ხნის წინ მოვამზადე. მის მოსამზადებლად რამდენიმე დოკუმენტურ ფილმსაც კი ვუყურე, საბოლოო ჯამში გამომივიდა სტატია, რომელიც ჩემს დაწერილთაგან ჩემთვის გამორჩეულია. მასში თავმოყრილია ცნობილი ფეხბურთელებისა კომენტარები "ფენომენზე" აგრეთვე თავად კიჭას ცნობილი გამონათქვამები....
პელე: "რონალდოს ნურავის ადარებთ, ის საუკეთესოა."
"ფეხბურთს ღმერთი რომ ჰყავდეს, რონალდო აუცილებლად მისი შვილი იქნებოდა."
"კოუტინიო(პელეს თანაგუნდელი) იყო მოთამაშე, რომელსაც შეეძლო რიგ შემთხვევებში ჩემზე უკეთ ეთამაშა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რონალდო მას ბევრად სჯობია."
ემილიო ბუტრაგენიო: "საოცარი ფეხბურთელია, მას არ აინტერესებს თუ სად მიიღებს ბურთს, არ აინტერესებს რამდენად შორია კარამდე, თავისი სისწრაფითა და ტექნიკით ისე შეუძლია გაიაროს 25 მეტრი, რომ მცველები არც კი შეიმჩნიოს და შეტევა გოლით დაასრულოს. მას ისეთ სიტუაციებში შეუძლია გოლის გატანა, სადაც უბრალოდ წარმოუდგენელია შეტევის დაგვირგვინება. საერთოდ თავდამსხმელებს ნახევარმცველების დახმარება სჭირდებათ, რომ გოლი გაიტანონ, მაგრამ რონალდოს ეს მარტოც შეუძლია. უბრალოდ გადააწოდე მეტოქის მოედნის მხარეს ბურთი და ის გოლს გაიტანს, იგი ფენომენია."
ერიკ კანტონა: "გამოჩნდა რიოში, დაიწყო "პსვ"-ში", ვარსკვლავი გახდა "ბარსელონაში", გმირი "ინტერში", ხოლო "რეალში" იგი ღმერთი გახდა."
ბეკენბაუერი: "შეუძლებელია შეაჩერო 90 წუთის განმავლობაში ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რონალდოა."
ჟოზე მოურინიო: ""ბარსელონაში" გატარებული წლები ჩემთვის ძალზედ განსაკუთრებული გახლდათ. განსაკუთრებით რონალდოსთან მუშაობა მომწონდა და სწორედ ეს დამამახსოვრდა ყველაზე კარგად. ის უდიდესი ფეხბურთელია, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. მე ვერ ვიტყვი, რომ პელეა საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში, რადაგან მე პირადად რონალდოს თამაშს ვუყურებდი და სწორედ ის მიმაჩნია საუკეთესოდ."
ლეონარდო: "ის ნამდვილი ფენომენია"
მარკო ვანბასტენი: "მე მაშინაც კი არ შემეძლო მეთამაშა როგორც რონალდო, როცა ჩემს საუკეთესო თამაშს ვაჩვენებდი."
დელ ბოსკე: "ის უბრალოდ არ ურტყამდა, მან ზუსტად იცოდა, თუ სად უნდა დაერტყა. როდესაც იგი გამოცდილი მოთამაშეების წინაშე წარსდგებოდა, ზუსტად იცოდა თუ რა უნდა მოემოქმედებინა."
ჰექტორ კუპერი:(რონალდოს მეორე ტრავმის მოშუშებიდან რამდენიმე დღის შემდეგ) "ასეთი ტრავმის შემდეგ უბრალოდ შეუძლებელია 100%-ით დაბრუნდე. ის არ არის საუკეთესო კონდინციებში, თუმცა სხვა ფეხბურთელებზე ბევრად უკეთ მაინც თამაშობს."
დიეგო მარადონა: "რონალდო ფეხბურთის მასტერია."
ბობი რობსონი: "როცა ბარსელონაში მივედი, გადავწყვიტე კორექტივები შემეტანა გუნდის შემადგენლობაში. პირველ რიგში ვეცადე ალან შირერი გადმომეყვანა, მაგრამ მითხრეს, რომ ის არ იყიდებოდა. და დადგა დრო ჩემი ყურადღება რონალდოსადმი მიპყრობილიყო. მაშინ იგი 19 წლის იყო, მაგრამ მე დაუყონებლივ მოვითხოვე იგი ბარსელონაში გადმოეყვანათ. მე ვიცოდი, რომ მისგან დიდი ფეხბურთელი დადგებოდა. იგი ყველასგან განსხვავებული იყო. მცველებს თავბრუს ახვევდა, ძალიან კარგი დრიბლინგი ჰქონდა, უკვე ახალაგაზრდულ ასაკში თამაშობდა როგორც ჯორჯ ბესტი, ტომ ფაინი და კრის ვედლი. რონალდო ღვთისგან ტალანტით იყო დაჯილდოვებული. გარდა ამისა, ფიზიკურად ძალიან კარგად იყო ყოველთვის მომზადებული. ფინტების შესრულების დროსაც კი არ კარგავდა სისწრაფეს. ყოფილა შემთხვევები, რომ იგი მეტოქეს წაუქცევია, მაგრამ ამდგარა და არანორმალური სისწრაფით გაუგრძელებია თამაში. ეს მხოლოდ მას შეეძლო. იმ დროისთვის მასში კოლოსალური თანხა გადაიხადეს ასაკთან შესაბამისად. მაშინ ბარსელონას პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მისი სახით გუნდში ახალი ინვესტიცია იდებოდა და რონალდო გუნდს ტიტულებსა და ფინანსურ მოგებას მოუტანდა. მას უბრალოდ სისუსტე არ ახასიათებდა არცერთ შეხვედრაში. მას შეეძლო წარემართა თამაშის სცენარი. მას უყვარდა ბოლომდე ბრძოლა ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ."
ფაბიო კაპელო: "რონალდო საუკეთესოა იმათ შორის ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია."
ბორა მილუტინოვიჩი: "თუკი მე საშუალება მომეცემა სხვადასხვა გუნდიდან საუკეთესო ფეხბურთელები ავირჩიო, პირველ რიგში არჩევანს რონალდოზე გავაკეთებ, ფეხბურთელზე, რომელსაც ჩემი აზრით ფანტასტიკური ტალანტი აქვს, მას შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედი შემოატრიალოს."
ბოედევინ ზენდენი: "რონალდო საუკეთესოა, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია."
ლუიჯი სიმონი: "ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიისა ის რონალდოა, რომელიც "ინტერში" თამაშობდა. იგი ყოველ მატჩში საუკეთესოდ გამოიყურებოდა."
ივან სამორანო: "ის უდიდესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. როდესაც რონალდო 1997 წელს "ბარსელონადან" "ინტერში" გადმოვიდა, ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად თამაში. იგი ბრწყინვალე ადამიანი და მეგობარია."
ანტონიო კამაჩო: "იგი ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელია. მან ზუსტად იცის სად უნდა გაგზავნოს ბურთი. როცა გოლის გატანის საშუალება მიეცემა, იგი განსაკუთრებულად თამაშობს."
გაბრიელ ორიალი: "რონალდო მხოლოდ ფეხბურთელი არ იყო, იგი მსოფლიოს სპორტის საგანძური გახლდათ. არ შეიძლება მოიპოვებოდეს სპორტის გულშემატკივარი, რომლის გულში რაღაც ადგილი არ უკავია რონალდოს სიყვარულს."
ლიზარაზუ: "აქამდე რონალდოს მსგავსი ფეხბურთელი არ მინახავს."
ჯან ლუიჯი ბუფონი: "არიან ფეხბურთელები, რომლებიც კარიერის განმავლობაში მრავალრიცხოვან შეუდარებელ მატჩს თამაშობენ, მაგრამ ყოველგვარი კამათის გარეშე რონალდო მათ შორის საუკეთესოა. თითქოს ის სხვა პლანეტიდან მოვიდა. როცა "ინტერში" ასპარეზობდა და მის წინააღმდეგ თამაში მომიწია, იმ დროისთვის მისი შეჩერება არავის შეეძლო. ის არამარტო ერთი თავით, არამედ მხრებითაც მაღლა იდგა ნებისმიერ მეტოქეზე. ფეხბურთის ისტორიაში რონალდო ისეთი უდიდეს და წარუშლელს კვალს დატოვებს, როგორც ეს თავის დროზე პელემ და მარადონამ გააკეთეს. მაგრამ რონალდოს შეუძლია გახდეს ორივე მათგანზე უკეთესი. ღმერთს მისთვის უდიდესი ტალანტი აქვს გადაცემული, რომელთაც სრულყოფილად ჯერ კიდევ არ იყენებს, მაგრამ მარტო ტალანტით არ არის ის საუკეთესო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, მან ამას თავდაუზოგავი შრომითა და ვარჯიშით მიაღწია."
ჯან ლუკა პალუკა: "რონალდო საუკეთესოა ვისთანაც კი ოდესმე მითამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ვერავის ვერ შევადარებ. იგი გუნდის სიამაყე იყო. მე მასთან ერთად ერთი წელი გავატარე და მინდა ვთქვა, რომ მისი შეჩერება არავის შეეძლო. იმ დროისთვის იფიქრებდი, რომ ის არ იყო ადამიანთა მოდგმის. სწორედ ის გახდა მიზეზი იმისა, რომ "ინტერმა" უეფას თასი მოიგო. რომ არა "იუვენტუსთან" მატჩში სკანდალური მსაჯობა, "სკუდეტოსაც" მოვიგებდით."
კრისტიან ვიერი: "არ შემიძლია ავხსნა თუ როგორი იყო ის, ამისთვის სიტყვები არ არის საკმარისი."
დესაილი: "მას ჰქონდა ყველაფერი: ძალა, სისწრაფე, დრიბლინგი, ფინტები, ელეგანტურობა, ყველაფერი, მას ყველაფერი ჰქონდა. ჩემი აზრით იგი ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო მოთამაშეა."
ლილიან ტურამი: "რონალდო ნამდვილი გენიოსია."
დელ პიერო: "ის საუკეთესოა, მას აქვს გასაოცარი სისწრაფე, ბრწყინვალე გოლის გატანის ალღო. რასაც ის აკეთებს, იმის განმეორება უბრალოდ შეუძლებელია."
ზინედინ ზიდანი: "რონალდო ჩემი კუმირია, იგი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთად ან წინააღმდეგ მითამაშია. იგი ექსტრა ორდინალური სიძლიერის მოთამაშე გახლდათ."
რიკარდო კაკა: "მე ცოტა ხანი მომიწია რონალდოსთან ერთად ნაკრებში თამაში. ის ნამდვილად ფენომენია. იგი ბურთთან ერთად საოცრებებს სჩადიოდა. მოედანზე როცა გადიოდა, იქ შოუს დგამდა."
პაოლო მალდინი: "მარადონასთან შეეხვედრის შემდგომ რონალდო პირველი საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც მომიწია თამაში. მისი ფინტები ამ პლანეტას არ ეკუთვნის."
ალეშანრუ პატო: "რონალდო ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია, ის მართლაც ფენომენია."
კრიშტიანო რონალდო: "რონალდო ჩემი კუმირია, მინდა, რომ მას ვგავდე."
ზლატან იბრაგიმოვიჩი: "რონალდო ჩემი ბავშვობის კუმირია. როცა ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდი, მეგობრებს ვთხოვდი, რომ ჩემთვის რონალდო დაეძახებინათ. ის ყველა დროის საუკეთესოა. იგი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია."
ნეიმარი: "რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია."
ლიონელ მესი: "ბავშვობაში რონალდო ჩემი გმირი და კუმირი იყო. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იგი საუკეთესო ფეხბურთელია ვინც კი ოდესმე მინახავს. მას შეეძლო გოლი არაფრისგან შეექმნა. ყოველთვის მემახსოვრება ის დღე, როცა პირველად შევხვდი ბრაზილიაში."
არაგენესი("ვალენსია"): "რონალდოს შეჩერებას და მის წინააღმდეგ თამაშს, ციხეში წასვლა მირჩევნია."
ანდონი სუბისარეტა: "რონალდოს ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლია გოლის გატანა. ის არის ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, ვინც კი ოდესმე მინახავს."
ქარიმ ბენზემა: "რონალდო ჩემი კუმირია, "რეალში" იმიტომ მოვედი, რომ ის აქ თამაშობდა. ვცდილობ, რომ ყველაფერში მას მივბაძო. მისი ყველა გოლი ჩაწერილი მაქვს და ხშირად ვუყურებ."
მარიო ბალოტელი: "მე რომ რონალდოს ადგილას წარმოვიდგინო თავი, მანამ ვითამაშებდი, სანამ შემეძლებოდა. იგი ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელია. მის მიერ ნათქვამი ერთი სიტყვა უფრო ღირებულია, ვიდრე ათასობით სხვისი. თან გასაოცაროა, იგი თამაშობდა როგორც "ინტერში", აგრეთვე "მილანში", ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. იგი ჩემი კუმირია."
ფაბიო კანავარო: "ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი, რომ მეტოქის შეჩერება შეუძლებელია, ამის მიზეზი კი რონალდო იყო."
რაული: "მას დაუჯერებელი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. ყველაზე მეტად რაც მაოცებდა ის იყო, რომ მას შეეძლო უცებ გაჩერებულიყო, ტექნიკურად შემოტრიალდებოდა და გასაოცარი სისწრაფით აგრძელებდა თამაშს. ასეთი რამ მხოლოდ რონალდოს შეეძლო."
ანდრეი შევჩენკო: "მას გასაოცარი ტექნიკა და სისწრაფე აქვს. თუკი მას ოდნავი შანსი მაინც გაუჩნდა გოლის გატანისა, ამას აუცილებლად იყენებს. წარმომიდგენია, მას, რომ ასეთი მძიმე ტრავმები არ გადაეტანა თუ როგორ ითამაშებდა."
გუდიონსენი: "ის იყო განმაცვიფრებელი. რონადლო პირველი ფეხბურთელია, რომლის თამაშის ყურებისას ვთქვი, რომ იგი ნამდვილი ვარსკვლავია. იგი საუკეთესოდ ირჯებოდა, მაშინაც კი, როცა ვარჯიშბდა."
რობერტო ბაჯო(რონალდოს ტრავმაზე): "ამ დროს თავს მარტოსულად გრძნობ, მხოლოდ ერთი რამ რითაც ამ პრობლემას გადაჭრი არის, უთხრა შენს თავს, რომ თუ მოუნდომებ ყველაფერი გამოგივა. რონალდომ ეს შეძლო."
ზაგალო:(2002 წლის მუნდიალის წინ) "რონალდო ფეხბურთს თამაშობს ისე ლაღად, როგორც ახალგაზრდა და ისე ბრძნულად, როგორც ვეტერანი. იგი ბრაზილიის ნაკრების ლიდერი იქნება წლების განმავლობაში."
რუდი ფიოლერი:(2002 წლის მუნდიალის წინ): "ბევრი კარგი თავდამსხმელია, რომელთაც შეუძლიათ ლიდერის რანგშ მოგვევლინონ მუნდიალზე:ანრი, კრესპო, რაული, ბერკამპი, ოუენი, კლოზე, მაგრამ მე ვიცი, რომ ყველა მათგანისთვის წოდება - "საუკეთესო თავდამსხმელი" მიუწვდომელია, რადგან რონალდო კვლავ ფეხზეა 3 წლიანი ტრავმიანობის შემდგომ."
ჯასტ ფონტეინი: (2002 წლის მუნდიალის შემდგომ): "რონალდომ ფინალში ორი გოლის გატანა შეძლო და გუნდს ჩემპიონობა მოუტანა, ეს იყო ჯილდო მისი თავდაუზოგავი შრომისა."
ალან შირერი: (2002 წლის მუნდიალის შემდგომ): "რონალდომ ყველა კრიტიკოსი გააჩუმა. იგი უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელია."
ჩოი ჯინ ჩუ: (2002 წლის 20 ნოემბრის ამხანაგური მატჩის შემდომ - ბრაზილია-კორეა): "ჩვენ რონალდოს ვერც კი შევხედეთ. სანამ ჩვენ ბრმებივით ვიდექით და ვცდილობდით გაგვერკვია რას გვიკეთებდა, მას გოლი უკვე გატანილი ჰქონდა. მცველებს, როგორც პატარა ბავშვებს ისე ატყუებს."
ბობი რობსონი: (2003 წლის 23 აპრილის მატჩის შემდგომ "მანჩესტერსა" და "რეალს" შორის): "რა უნდა ვთქვა ყოველივე ამაზე, ეს იყო საოცრებაა. მართალია, ის ისეთვივე არ არის, როგორიც ჩემთან იყო "ბარსელონაში", თუმცა ისე თამაშობს, თითქოსდა სერიოზული ტრავმა სულაც არ ჰქონია. იგი ფანტასიკუტია."
რობერტო აიალა:(2004 წლის 2 ივნისის ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის შემდგომ) "გზა, რომლითაც შეიძლება შეაჩერო რონალდო? ეს უბრალოდ არ არსებობს."
ვალტერ სამუელი:(2004 წლის 2 ივნისის ბრაზილიისა და არგენტინის მატჩის შემდგომ): "არაფრის თქმა არ მსურს იმ მატჩზე, რომელშიც რონალდომ ყველაფერი გააკეთა, მან სამი პენალტი გამოიმუშავა, ჩვენ უბრალოდ უძლურნი ვიყავით მის წინააღმდეგ. შეუძლებელი იყო იმ მატჩში გამარჯვება, რადგან რონალდო ბრწყინავდა. იგი 90 წუთის განმავლობაში განაგებდა მატჩის მიმდინარეობას. ის სიეთი სისწრაფით ესხმებოდა თავს მცველებს, რთულია კარი დაიცვა, როცა რონალდო გიტევს, რაც არ უნდა მაღალი დონის მცველები გყავდეს გუნდში."
ამბროსინი: (2007 წლის 27 აპრილს გამართული "მილანი"-"ემპოლი"-ს მატჩის შემდგომ): "მის წინააღმდეგ სამი ფეხბურთელი იდგა, მარტივი გამოსავალი პასის გაკეთება იქნებოდა, მაგრამ რონალდომ რთული გზა აირჩია და პირდაპირ მეტოქეებისკენ დაიძრა, შემდეგ კუთხისკენ წავიდა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ასეთი რაღაცის გაკეთება იმათაც უჭირთ, ვინც ფორმის პიკშია, მაგრამ რონალდოს ამის გაკეთება სულ შეუძლია."
პაოლო მალდინი: (2007 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ): "ჩვენ რონალდომ ლიგის მოგებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია. მართალია მას თამაშში ჩართვა არ შეეძლო, თუმცა იგი მოედნის მიღმა დიდ სამუშაოს სწევდა და ფეხბურთელებს განსაკუთრებულად ამხნევებდა და არიგებდა."
ზინედინ ზიდანი:(რონალდოს მესამე ტრავმის მიღების შემდეგ, 2007 წელი): "რონალდომ უკვე დაამტკიცა, რომ არაფერია შეუძლებელი, როცა მან 2002 წლის მუნდიალზე უმძიმესი ტრავმის შემდეგ საოცარი თამაში აჩვენა. მე მჯერა, რომ იგი კვლავ დაბრუნდება."
რომარიო:(2009 წელი): "არ ვარ დარწმუნებული, რომ რონალდოს ნაკრებში დააბრუნებენ, მაგრამ თუკი ის ასე თამაშს გააგრძელებს, მას შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს. დუნგას იგი აუცილებლად დასჭირდება, ის ხომ გოლების მანქანაა."
ანდერსონი:("კორინთეანსი"): "ჩემთვის, რონალდო ფეხბურთის ისტორიის საუკეთესო თავდამსხმელია. ძნელია მოიძიო სიტყვები, რომლითაც მას აღწერ. ვამაყობ, რომ მისი თამაში პირადად მაქვს ნანახი."
ქუერიოსი:("კორინთეანსი"): "მას გოლის გატანა ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია."
რონალდინიო:(რონალდოს კარიერის დასრულების შემდეგ): "რონალდო ჩემი კუმირია. ვცდილობდი, რომ ყველაფერში მისთვის მიმებაძა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მე ევროპაში შევძელი თამაში, მადლობა მას ამისთვის. ვწუხვარ, რომ მან კარიერა დაასრულა."
რივალდო:(რონალდოს კარიერის დასრულების შემდეგ): "ძალიან ვწუხვარ. მის მიმართ დიდი სიყვარული მაკავშირებს. ვამაყობ, რომ მის გვერდით ვთამაშობდი. იგი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ ცხოვრებაში."
რიკარდო კაკა:(რონალდოს კარიერის დასრულების შემდეგ): "მადლობა რონალდო შენ იმისთვის, რაც გააკეთე სპორტისთვის, ფეხბურთისთვის, ბრაზილიისთვისა და ათასობით ადამიანისთვის მსოფლიოს მასშტაბით. შენ ყველასთვის მისაბაძი მაგალითი ხარ. ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ მე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობდი. ღმერთო, დალოცე მისი ახალი ცხოვრება. შენ იყავი, ხარ და იქნები ფენომენი."
"ყოველთვის არსებობს ოცნება. იცით, რა არის ეს ? ყველა შიშის დამარცხება. და როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, საკუთარ თავში აღმოაჩენთ ძალას, რომელიც აქამდე არასდროს გქონიათ. ჩვენ წავაგეთ მსოფლიო თასი, მაგრამ მე სხვა თასი მოვიგე: საკუთარი ცხოვრება, იმიტომ დავმარცხდით, რომ არ გაგვიმარჯვია, მე ვყოფილვარ ღარიბი და ფინანსურ მდგომარეობას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არ დავუშვებ, მთელი ეს ფული და დიდება თავში ამივარდეს."
"მე არ ვარ ფენომენი, მხოლოდ 21 წლის ბიჭი ვარ, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მე მიყვარს გოლების გატანა ყველა მცველისა და მეკარის მოტყუების შემდეგ. ეს არ არის ჩემი განსაკუთრებულობის დასტური, ეს ჩემი ჩვევაა."
"ტრავმის მიღების შემდგომ, ერთი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა შემდეგ დავრწმუნდი, რომ შემეძლო კიდევ ერთხელ დაბრუნება. მე კიდევ მსურდა ბრაზილიის ნაკრებში თამაში და ამ შანსის მისაღებად ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი."
"მე ძალიან ბევრი ვიშრომე იმისათვის, რომ ამ წერტილამდე მოვსულიყავი, მაგრამ ახლა, როდესაც აქამდე მოვაღწიე, არ მინდა დამიმახსოვრონ, როგორც მორიგი ჩვეულებრივი მოთამაშე. მინდა, ფეხბურთის ისტორიაში შევიდე. მინდა, საკუთარი ერა შევქმნა, ვიყო განსხვავებული. გავიტანო განსაკუთრებული გოლები. მხოლოდ ეს მინდა."
"არ მინდა ჩემმა გულშემატკივრებმა ის იმედგაცრუება გამოსცადონ, რომელიც მე გადავიტანე, როდესაც პატარაობისას ზოგიერთი მოთამაშე უარს მეუბნებოდა რვეულში ხელის მოწერაზე. პროფესიონალური კარიერის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ იყო კუმირი – ნიშნავს, გიყვარდეს ქომაგები. მათ გარეშე თამაში არ არსებობს. ავტოგრაფების დარიგებაზე უარს არასდროს ვიტყვი, მაგრამ რისი მიცემაც გულშემატკივრებისთვის ყველაზე მეტად მინდა, უამრავი გოლია."
და ბოლოს.....
- 19 სექტემბერი 2014
- 6 320
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.