ვარანი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს
სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება მადრიდის რეალის გულშემატკივრებისათვის. უახლოეს პერიოდში სამეფო კლუბი და ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.
Onda Cero-ს ინფორმაციით 21 წლის ფრანგი მცველი ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბლანკოსში 2020 წლამდე ითამაშებს. სეზონის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს თვისი მომავლის შესახებ მწვრთნელთან ლაპარაკი სურდა. ვინაიდან ფეხბურთელს ჟოზე მოურინიო ეპატიჟებოდა ჩელსიში, რეალის ხელმძღვანელობამ სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც დიდი ხნით ვარანი ვერსად ვერ წავა.
სავარაუდოდ კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება სათამაშო დრო, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებდა ფრანგ მცველს.
- 18 სექტემბერი 2014
- 1 832
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.