"არსენალი" კასილასის შეძენას იანვარში ეცდება
"არსენალი" დანებებას არ აპირებს.
ლონდონელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იკერ კასილასი გადმოიბირონ. არსენ ვენგერის აზრით, ბერნაბეუზე მომხდარი ინციდენტი მის გეგმებს ამარტივებს. მოგეხსენებათ მადრიდელთა კაპიტანს გუკშემატკივრის ნაწილმე სტვენა დაუწყო, რაც ფეხბურთელისთვის სასიხარულო ნამდვილად არ უნდა იყოს.
სწორედ ამიტომ, ფრანგი სპეციალისტი, ვენგერი თვლის, რომ კასილასისთვის უმჯობესი იქნება სამეფო კლუბი დატოვოს. "არსენალის" ხელმძღვანელობა იკერს საუკეთესო პირობებს და მუდმივ სათამაშო დროს სთავაზობს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოახერხებს თამაშს ლონდონური კლუბის შემადგენლობაში.
Defensacentral.com
- 18 სექტემბერი 2014
- 1 744
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.