"ვალენსიას" მცირეასაკოვანმა ფანებმა კასილასი წყობიდან გამოიყვანეს
"ვალენსიას" მცირეასაკოვანმა ფანებმა კასილასი წყობიდან გამოიყვანეს.
იკერ კასილასს ცუდად დახვდნენ "ვალენსიას" ფანები გასულ კვირას. მას მცირეასაკოვანი ფანები შეურაცყოფას აყენებდნენ თამაშის დროს და თამაშის წინაც.
ისინი იკერს ეუბნებოდნენ, რომ კლოუნია, არანორმალურია და სულელი ქათამია. კულმინაცია იყო, როცა კასილასს მეძავის შვილი უწოდეს. ესპანელი კიპერი მივიდა ფანთან და უთხრა: "თქვენ ძალიან უზრდელი ხართ. კულტურულად უნდა მოიქცეთ. ალბათ 10 წლის ხარ!".
ამის შემდეგ ფანები კასილასს მაინც არ ასვენებდნენ და მას კვერცხებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. მათ სურდათ ჩხუბი.
მადრიდელთა კიპერის მხრიდან კარგი პასუხი იქნებოდა დამაჯერებლად თამაში, მაგრამ სამწუხროდ იკერმა ამ მატჩში შეცდომები დაუშვა, თუმცა "რეალმა" მაინც მოიგო.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 17 დეკემბერი 2009
- 5 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.