კროოსი და მოდრიჩი - მესაჭეთა დუეტი
კროოსის და მოდრიჩის დუეტზე ევროპული პრესა ალაპარაკდა.
ლუკა მოდრიჩმა შარშანდელ სეზონში ძალიან კარგად დაამახსოვრა მადრიდელ გულშემატკივარს თავი. შარშან ხორვატი ნახევარმცველი სამეფო კლუბის ცენტრალურ ბურჯად იქცა.
წელს მოდრიჩს ნახევარდაცვაში მხარს უმაგრებს გერმანელი ვარსვკლავი, ტონი კროოსი. გუნდის ახალწვეულმა ძალიან მალე გაიარა ადაპტაცია და შესანიშნავად მოერგო მადრიდული თამაშის სტილს. გუშინდელ დაპირისპირებაში "ბაზეილის" წინააღმდეგ ორივე ფეხბურთელმა წარმოუდგენლად კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ისინი დაცვასაც ეხმარებოდნენ და გუნდის შეტევების ორგანიზებაც თავიანთ თავზე აიღეს. რის შედეგადაც ევროპულმა სპორტულმა გამომცემლობებმა მათ წყვილს "მესაჭეთა დუეტი" შეარქვეს.
Bernabeudigital.com
- 17 სექტემბერი 2014
- 4 474
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.