რელანო : "ბაზელთან გამარჯვება ყველა პრობლემას არ ჭრის"

ალფრედო რელანოს განცხადებით, მადრიდის "რეალს" შვეიცარიის "ბაზელთან" გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, თუმცა მეტოქის კარში 5 გოლის გატანა ყველა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს...

"ზოგადად, კარლო ანჩელოტი ევროტურნირებზე ყოველთვის სოლიდურად ათამაშებს საკუთარ გუნდს, იგივე სიტუაციაა ახლაც. "კორდობასთან" მოგების შემდეგ კლუბმა ორი წაგება იწვნია, ვერ ვიტყვით, რომ "ბაზელი" ლა ლიგის დებიუტანტის დონეა, მაგრამ 5 ბურთის გატანა ყველაფრის მოგვარებას არ ნიშნავს. შვეიცარიელებთან მოგება ვერ იქნება ყველაფრის საზომი, ამიტომ დედაქალაქელები ყურადღებით იქნებიან."

"აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსმა" პირველი ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, თუმცა მეორე ტაიმში ესპანელებმა თამაშს უკლეს. ჩემი აზრით ეს პრობლემა არ არის, რადგან მათ უკვე 4 გოლი ჰქონდათ გატანილი და ძალების დაზოგვაზე დაიწყეს ფიქრი."

"ხამესი, კროოსი და მოდრიჩი ნელ-ნელა ეგუებიან ერთმანეთს, თუმცა ნახევარდაცვაში მაინც არის გარკვეული სახის პრობლემები."

"ლუდოგორეცი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა სამეფო კლუბს "ლუვერპულთან" მოუწევს უძლიერესის ვინაობის გამოვლენა, აქედან გამომდინარე ამ ჯგუფში კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო პაექრობა გაიმართება."

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2014
  • 1 958
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)