დერლის გონსალესი : "კასილასი მსოფლიოში საუკეთესოა"
"ბაზელის" წინახაზელის, დერლის გონსალესის განცხადებით, მადრიდის "რეალის" კარს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იცავს...
"მძიმე დარტყმა მივიღეთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში 5 გოლის გაშვება არცერთი გუნდისთვის არ იქნებოდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მისაღები. პირველ ნახევარში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შესაბამისი რეზულტატიც მივიღეთ. მეორე ტაიმი შედარებით ნელ ტემპში მიმდინარეობდა, რადგან აღარც "რეალს" სურდა გადაღლა. საბედნიეროდ ანგარიში სტაბილური გახდა და ბევრი გოლი აღარ გავუშვით. მომდევნო დაპირისპირებებში სერიოზული ყურადღების გამოჩენა მოგვიწევს, რადგან ბოლო ადგილზე ვართ."
"კარლო ანჩელოტის უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავს. ვერასდროს მიხვდები თუ რას აპირებენ ისინი, სწორედ აქედან გამომდინარე არიან ძალიან სახიფათონი."
"5-1 წავაგეთ, 3 ქულა მეტოქეს დავუთმეთ და ცუდი სტარტი გვქონდა, მაგრამ ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან სანტიაგო ბერნაბეუზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, იკერ კასილასს გოლი გავუტანე. ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი თარიღია, რომელიც ყოველთვის კარგად გამახსენდება."
- 17 სექტემბერი 2014
- 1 826
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.