მოდრიჩი : "გუნდმა დიდი მუხტი მიიღო"
ლუკა მოდრიჩის განცხადებით, შვეიცარიული "ბაზელის" დამაჯერებელი ანგარიშით დამარცხებამ სამეფო კლუბის ფეხბურთელებს დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მისცა...
"მე პირადად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მომატება შემიძლია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ასეთი წარმატებით დაწყება ნამდვილად სიხარულის მომგვრელია, ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და ერთმანეთზე მიყოლებით რამდენიმე ბურთი გავიტანეთ. მეორე ტაიმში შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცა მაინც მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება. ვერავინ იტყვის, რომ მადრიდის "რეალს" ნდობა ჰქონდა დაკარგული, არავის დაავწყდეს ამ კლუბის ისტორიის შესახებ."
"ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგები ტურნირია, ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომელზეც წარმატებით დავდექით. აქტივში სამი ქულა გვიწერია და პირველ ადგილზე ვართ, რაც მნიშვნელოვანია. მომდევნო დაპირისპირებებში კიდევ უფრო დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ."
"ხსვებზე საუბარი არ მსურს, ჩემზე კი მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ვარ და არავითარი პრობლემა არ მაქვს, მიზანი ტიტულების მოგებაა."
- 17 სექტემბერი 2014
- 1 619
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.