პიპიტა: მე გავაგრძელებ გოლების გატანას
მსოფლიო ჩემპიონატის ბურთების პრეზენტაციის შემდეგ გონსალო იგუაინს ესპანელმა ჟურნალისტმა რამდენიმე კითხვა დაუსვა და ამომწურავი პასუხები მიიღო...
როგორ ფორმაში იმყოფებით?
მე იდეალურ ფორმაში ვარ, თამაშს უგოლოდ არ ვტოვებ და ეს მახარებს, გახარებასთან ერთად ამ ყველაფერს უდიდესი მოტივაციაც მოაქვს.
გეთანხმებით, მოტივაცია ნამდვილად მოაქვს ამ ყველაფერს. სეზონის დასაწყისში თქვენ სათადარიგო ფეხბურთელად მიგიჩნევდნენ, რომელსაც უნდა ებრძოლა შემადგენლობაში მოსახვედრად, ახლა კი ყველაფერი პირიქით არის...
დიახ, სწორი ხართ, სეზონის დასაწყისში მე მართლაც არ ვიყავი ,,ბლანკოსის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი მაგრამ მუხლჩაუხრელმა შრომამ დამამსახურებინა პელეგრინის ნდობა, როგორც ხედავთ მე უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა და უფრო მეტი გოლიც გამაქვს, მე აუცილებლად გავაგრძელებ გოლებიტ გატანას.
შარშან 22 გოლს მოუყარეთ თავი, წელს შედეგის გაუმჯობესობას არ გეგმავთ?
დიახ, რა თქმა უნდა?! ძალიან მსურს 22 გოლზე მეტის გატანა, ამის გაკეთება ძალიან რთულია მაგრამ შეუძლებელი არაფერია მაშინ, როცა შენთან ერთად უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ და მხარში გიდგანან.
რას იტყვით კაკასა და კრიშტიანოზე?
კაკა და კრიშტიანო დღევანდელი ფეხბურთის ვარსკვლავები არიან, ისინი ძალიან ბევრ რამეში მეხმარებიან, მამარაგებენ პასებით და ასე შემდეგ, მე მათგან ბევრი რამის სწავლა მოვახერხე და კიდევ ბევრს ვისწავლი, ისინი ჩემი მეგობრები არიან , ჩვენ ერთმანეთთად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
წელს რეალს შესწევს ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალა?
დამერწმუნეთ კი, ჩვენ ექსტრა კლასის გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ძლიერი მეტოქის დამარცხება, რეალი ნებისმიერ წამს სახიფათოა.
- 17 დეკემბერი 2009
- 3 841
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.