ბერნაბეუმ იკერს უმღერა
გუშინდელ მატჩში იკერ კასილასმა სანტიაგო ბერნაბეუ აამღერა.
მოგეხსენებათ "ატლეტიკოსთან" დამარცხების შემდეგ, მადრიდისტები უკმაყოფილონი იყვნენ კასილასის თამაშით და მრავალმა გულშემატკივარმა მისი კრიტიკა დაიწყო. ფანები ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ იკერმა სათადარიგოთა სკამზე უნდა გადაინაცვლოს და მისი ადგილი კეილორ ნავასმა უნდა დაიკავოს.
38 წუთამდე ბერნაბეუ კასილასის გვერდით იდგა და მის გამხნევებას ცდილობდა, თუმცა გაშვებულმა გოლმა გულშემატკივრის ხასიათი შეცვალა. ისინი აღარ სკანდირებდნენ იკერის სახელს და შეძახილებით არ გამოხატავდნენ მადრიდელთა კიპერის თანადგომას.
66 წუთზე კი ლეგენდარული მეკარე პირისპირ აღმოჩნდა ბაზელის თავდამსხმელთან. კასილასმა დიდებული რეაქცია გამოავლინა და წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია. ამ ეპიზოდით იკერმა გულშემატკივას ძველი დრო გაახსენა. ფანებმა კვლავ დაიწყეს ჟივილ-ხივილი და იკერს სიმღერები მიუძღვნეს. ეს დაახლოებით ისეთივე მომენტი იყო, როდესაც კასილასმა მუნდიალის ფინალში ერთი-ერთზე გასულ არიენ რობენს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
Marca.com
- 17 სექტემბერი 2014
- 6 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.