ხამესი: "გუნდი მენტალურად ძლიერია"

თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი გაესაუბრნენ.

აუცილებელი გამარჯვება: "დიახ, ეს აუცილებელი გამარჯვება იყო. მშვენიერი გრძნობაა."

პრობლემები მეორე ნახევარში: "პირველს არ სჯობდა, მაგრამ თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება. საერთო ჯამში მთელი თამაშის მანძილზე კარგი ტემპი გვქონდა და ვაკეთებდით იმას, რაც გვსურდა."

გატანილი გოლი: "გახარებული ვარ. ნებისმიერ შესაძლებლობას და შანსს, რომელიც მომეცემა მაქსიმალურად გამოვიყენებ."

სტვენა იკერისადმი: "ხალხი მოდის მოედანზე და აკეთებს იმას, რაც სურთ. ისინი გვასამართლებენ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ. ჩვენთვის აუცილებელია მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა არ მოგვაკლდება."

ჟურნალისტებს ასევე მცირე ინტერვიუ მისცა ტონი კროოსმა:

"აუცილებელია, რომ ტურნირი კარგად დაიწყო. ეს გჭირდება იმისთვის, რომ კარგი განწყობა გაგყვეს შემდეგ თამაშებში. ჩვენც ასე მოვიქეცით. დერბის წაგების შემდეგ აუცილებელი იყო მოგება და ჩვენ ეს გავაკეთეთ."

წყარო: AS

  • shvela
  • 17 სექტემბერი 2014
  • 2 277
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (47)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)