კარლო ანჩელოტი: "სტვენა არ გამიგია, სიმღერები მესმოდა. მინდა პოზიტიური ვიყო"
კარლო ანჩელოტი თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
თამაში: "თამაში გავაუმჯობესეთ და კარგი რეაქცია გვქონდა წაგებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ კარგად დაგვეწყო ტურნირი. ყველაფერი კარგად წარიმართა. მეორე ნახევარში თამაშ ვაკონტროლებდით."
ბენზემა: "მარტო ბენზემა კი არა მე გუნდს ვხედავდი. კარგად ვითამაშეთ. სამი ფორვარდით მშვენივრად გამოგვივიდა თამაში. არ ვიცოდი, თუ მას ასე სჭირდებოდა გოლი. მთავარია გუნდი."
ხამესი: "კარგად ითამაშა, კროოსსა და მოდრიჩს კარგად უგებდა მოედანზე."
სტვენა: "ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშის შემდეგ გულშემატკივრები გახარებულნი უნდა იყვნენ, ვინაიდან გუნდმა კარგად ითამაშა და ბევრი გოლი გაიტანა. მათ ყველაფერი ჰქონდათ დღეს სიხარულისთვის."
ცვლილებები: "კარგი რეაქცია გვქონდა წაგებებზე."
რონალდუ მარჯვენა ფლანგზე: "მას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. წინა სამი პოზიციიდან იქ ითამაშებს, სადაც სურს. ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს."
ბენზემა, მოდრიჩი, ხამესი: "არ მეგონა , თუ ბენზემა რამეში იყო დამნაშავე. ის მუდამ კარგად თამაშობს. ბრწყინვალე გოლი გაიტანა. სამმა ცენტრმა კარგად ითამაშა და ერთმანეთსაც კარგად უგებდნენ. ხამესი სრულად იყო კონცენტრირებული."
ვარანეს როლის დაკარგვა: "მე მასში "მადრიდის რეალის" ახლაგაზრდა ფეხბურთელს ვხედავ. საუკეთესო მცველები გვყავს მსოფლიოში."
ხალხის ნერვიულობა: "ფეხბურთელების ნერვიულობენ. როცა დერბის აგებ ნორმალურია, რომ ნერვები გეშლება. როგორც წესი ზედიზედ ორი თამაში "მადრიდის რეალში" არ წამიგია."
უფრო მეტის მოლოდინი "ბაზელისგან": "თამაში იოლი გამოდგა, ვინაიდან კარგად ვითამაშეთ. სიჩქარე, მონდომება ყველაფერი თავის ადგილზე იყო."
კროოსი: "ის ტაქტიკურად ნამდვილი ინტელიგენტია, როცა ბურთი უჭირავს."
წყარო: AS
- 17 სექტემბერი 2014
- 3 245
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.