მძიმე სტარტი და მომატების მოლოდინი
მადრიდის რეალი დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს გამართავს. მიუხედავად მძიმე სტარტისა, გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ თეთრები დაიცავენ ტიტულს და მეთერთმეტეჯერ მოიგებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. ფანები მატჩის დაწყებამდე ახალ ჰიმნსა და ვიდეო-რგოლს იხილავენ, სადაც ასახული იქნება გზა ე.წ. "ლა დესიმამდე".
ჰიმნი იქით იყოს და საინტერესოა როგორ მიიღებენ იკერ კასილასს გულშემატკივრები. ატლეტიკოსთან დერბის შემდეგ ის გამაყრუებელი სტვენით გააცილეს მოედნიდან. ერთ დროს "წმინდა იკერი" დღეს ჯოჯოხეთის მოციქულად იქცა. სწორედ მისი სახელის გამოცხადებისას გაირკვევიან რას ფიქრობენ ფანები დღეს ელ კაპიტანოზე.
ანჩელოტიმ ყველას ნათლად დაანახა, რომ სამეფო ნომერ პირველი მეკარე მთელი სეზონის განმავლობაში იკერ კასილასი იქნება და ამ თემაზე დებატების გამართვას არ გეგმავს. მითუმეტეს რომ გაშვებულ გოლებში იკერის ბრალეულობაზე მეტად მცველების არაკოორდინირებული თამაში იკვეთება. სავარაუდოდ შემადგენლობაში ცვლილებები არ იქნება და ძირითადში ის ფეხბურთელები დაიწყებენ თამაშს, ვინც კარდიფში თეთრებს წარმატება მოუტანა.
- 16 სექტემბერი 2014
- 1 519
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.