რონალდუ რეკორდის დამხობის მოლოდინში
კრიშტიანო რონალდუმ წინა წელი ჩემპიონის და ბომბარდირის რანგში დაასრულა. წელს კი მის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ტიტულის შენარჩუნება, როგორც ჩემპიონობის, ასევე გოლეადორობის მხრივ. ასევე მას სურს რაულ გონსალესის 71 გოლიან ნიშნულს გადააბიჯოს
"მადრიდის რეალის" ფეხბურთელი დღეს წინა წლის მიღწევის განმეორების და დამხობის მცდელობას იწყებს. შეგახსენებთ, რომ 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი მან 17 გატანილი გოლით (რაც სარეკორდოა) და ჩემპიონთა ლიგის ტიტულით დაასრულა.
კრიშტიანო რონალდუმ წინა სეზონზე ჯგუფურ ეტაპზე ცხრა გოლი გაიტანა და ამით ნისტელტროის (2004/05), ინძაგის და კრესპოს (ორივემ 2002/03) და ზლატან იბრაგიმოვიჩის (2013/14) მიღწევები გაიმეორა.
რონალდუს ერთ-ერთი სამიზნეთაგანი წელს რაულ გონსალეს ბლანკოს მიღწევის დამხობაც იქნება. შეგახსენებთ, რომ რაულს 71 გოლი აქვს გატანილი ევროსარბიელზე.
- 16 სექტემბერი 2014
- 2 955
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.