კასილასი - რეალის "მკვლელი"

15 წელი "რეალის" სამსახურში, 15 წელი ნომერ პირველი გმირი, 15 წლის შემდეგ კი ნომერ პირველი მტერი. მიესალმეთ, ეს "მადრიდის რეალია" და ეს "მადრიდული სიყვარულია"

1999 წლის სექტემბერი, "მადრიდის რეალში" ღლაპი ბიჭი გამოჩნდა. ბიჭი, რომელიც მაშინვე სათნოების, სიმშვიდის და მონდომების განსახიერება იყო. ბიჭი, რომელსაც ბედი ისეთი ქარტეხილისთვის და ისეთი გამოცდისთვის ამზადებდა , როგორიც "მადრიდის რეალია". სწორედ "რეალი" უნდა ყოფილიყო მისი სამსჯავრო, სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუ" უნდა ყოფილიყო ის სტადიონი, სადაც ის 15 წელი ცრემლებს დაღვრიდა, სადაც ის 15 წელი თავისი ოფლით და სისხლით ასულდგმულებდა მწვანე მინდორს, სადაც 15 წელი ხალხს თავბრუს დაახვევდა და მაინც, სადაც 15 წლის შემდეგ მას "რეალის" ნომერ პირველ მტრად შერაცხავდნენ...

მადრიდის ნაწილი ბობოქრობს, მადრიდის ნაწილი ცვლილებებს ითხოვს, მადრიდის ნაწილი მტერს ხედავს თავის ლეგენდაში , მადრიდის ნაწილს ახალი სისხლი უნდა, მადრიდის ნაწილს ბებერის სისხლი არ ჰყოფნის, "სანტიაგო ბერნაბეუს" სული ეხუთება... "სანტიაგო ბერნაბეუზე" მასობრივი ვაქცინაციაა საჭირო. რატომ? იმიტომ რომ ხალხი მასიურად არის დაინფიცირებული. ვირუსს კი არც მეტი, არც ნაკლები სიგიჟე ჰქვია. დიახ, სიგიჟეა ის, რაც "ბერნაბეუზე" ხდება. გახელებული ბრბო, რომელმაც არ იცის სად ეცეს, ეს ტორიდას ჰგავს. ტორიდას, როცა აწყვეტილი ხარი ხან აქეთ აწყდება და ხან იქით. თელავს ყველაფერს , რაც კი გზად გადაეღობება. მერე რა, რომ ის შენი საყრდენია, მერე რა, რომ ის შენი ბურჯია. ხარი მას ვერ ამჩნევს, ხარს სისხლი სწყურია. ხალხიც ეგრეა, უფრო სწორად, გახელებული ხალხიც ეგრეა. მათ არ იციან რა უნდა, მათ არ იციან ვინ უნდათ, მათ არ იციან რას უნდა ელოდნენ. ყველაზე ცუდი და ყველაზე საშინელი კი ასეთ ხალხთან ურთიერთობა, ყველაზე საშიში ისაა, რომ ასეთი ხალხი გიმაგრებს ზურგს. ხალხი, რომელიც მისდაუნებურად შენს საძირკველს გინადგურებს...

მაგრამ განა დასაძრხია? არა, არაა დასაძრახი, თუ გავითვალისწინებთ იმ წარსულ გამოცდილებას, რაც გუნდს ჰქონდა. ხალხს , სწორედ ის წარსული შავი დღეები უდგას თვალწინ, როცა ახლაგაზრდა პერიზდენტმა ჩემპიონი გუნდი დაშალა და "მადრიდის რეალი" ათი წლით უკან დახია, ან ათი წლით გაყინა ერთ ადგილას, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა ჩვენდა სამწუხაროდ, რომ "თეთრი" მზე შავ ღრუბლებში ჩაესვენა. სწორედ ამ შავი ღრუბლების ნაგლეჯებს ხედავს დღეს ის გახელებული ბრბო "სანტიაგო ბერნაბეუზე" , რომელიც მისთვის ამდენის მომცემ კაპიტანს , ასე საშინლად ექცევა. სწორედ ეს შავი ღრუბელია ის წითელი სისხლი, რომლის სუნსაც ტორიდას დროს ხარი გრძნობს ჰაერში.

ქაოსი ყველაზე საშინელი რამაა იმ სიტყვებს შორის, რაც კი კაცობრიობას მოუგონია. ქაოსი სიმშვიდის , სიწყნარის ანტონიმია. სიმშვიდის და სიწყნარის საპირისპიროა. ეს ქარია, რომელიც უცაბედად დააწყდება ოკეანეში მშვიდად მოცურავი გემის ეკიპაჟს. გემის საქმე კი ცუდად მაშინ მიდის, როცა ხალხი პანიკაშია, გემზე ქაოსია. სწორედ იქიდან იწყება მისი დასასრულის ათვლა, სწორედ იქ იწყებს გემი ჩაძირვას და არა მაშინ, როცა აისბერგს ეჯახება. დღეს, ეს სიტუაციაა "რეალში" . ხალხი პანიკაშია, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ხალხი, რომელიც ამ გემს მართავს , არ ჩავარდეს პანიკაში, არ დასთესონ მათ ქაოსი, ვინაიდან ამან შეიძლება იმაზე საშინელი რამ დაატრიალოს, რასაც თავად ეს ქარიც ვერ შეცვლიდა.

დღეს, ამ ქაოსის ნიშნებია "მადრიდის რეალის" ირგვლივ. "რეალის" გულშემატკივრები გარს შემორტყმულნი უსტვნენე და უკიჟინებენ გემის მმართველებს და კაპიტნებს. გაჰკივიან "ვიღუპებით", "რა გვეშველბა", "არსაიდან ხსნა, არსით საშველი". მათ ცაზე შავი ღრუბლების ეშინიათ. მათ უნახავთ, მოუსმენიათ, წაუკითხავთ, რომ ეს შავი ღრუბლები ცუდის ნიშანია და განარგძობენ პანიკას, მაგრამ ამ დროს მათი კაპიტანი, მათი მმართველი მშვიდადაა და ემზადება შტორმისთვის. ისე მშვიდად, აუჩქარებლად, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდა.

ხალხი ვერ ხვდება სიმშვიდის მიზეზს და ამას მოღალატურ საქციელში უთვლის.

და მაინც, მადრიდისტებმა სისხლს მოწყურებული ხარივით სამიზნედ იმ კაცის სისხლი მოისურვეს, რომელიც ამ სახლის, ამ ფერის, ამ კლუბის, ამ გერბის, ამ სახელის გამო თავს სწირავდა, თავს დებდა, მაგრამ რა გასაკვირია, ეს "მადრიდის რეალია", აქ დი სტეფანოს უსტვინეს, აქ ზიდანს უსტვინეს, მაგრამ ცრემლმორეულებმა გააცილეს ორივე მათგანი. აქ სხვანაირად არ შეიძლება და ეს ყველზე მეტად სწორედ კაპიტანმა იცის. სწორედ მან თქვა: "ხალხი თუ მისტვნეს, ე.ი. ღირსი ვარ."

"მადრიდის რეალში" სხვანაირი სიყვარული იციან, მაგრამ ის სხვანაირი სიყვარული ისეთი ტკბილია, ისეთი სასურველი, რომ ყველა მზადაა მას დაეწაფოს, რომ მანაც იგრძნოს მისი გემო, მაგრამ არა, ეს რჩეულთა ხვედრია.

როგორც "თავისუფლებაა ლომთა ხვედრი", ისევეა "მადრიდისტობა რჩეულთა ხვედრი"! სწორედ ამითაა იკერი რჩეული, რომ ის მადრიდისტაა. სწორედ ამიტომაა იკერ "ნომერ პირველი მტერი", რომ მას მოეთხოვება იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერ დღეს "მადრიდის რეალში" მყოფ ფეხბურთელს.

Hala Iker! Hala Madrid!

  • shvela
  • 15 სექტემბერი 2014
  • 4 989
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)