2014/2015 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის შემოსავლების განაწილება

უეფამ გამოაცხადა თუ როგორ განაწილდება 2014/15 წლების სეზონისთვის შემოსავლები მის მონაწილეებს შორის. საერთო ჯამში თანხა 1,34 მლრდ. ევროს ტოლია.

მოსალოდნელი შემოსავლებიდან 55 მლნ. ევრო განაწილდება პლეი ოფის მონაწილე გუნდებს შორის ისევე როგორც 2013/14 წლებში. 20 გუნდიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ პლეი ოფში მიიღებენ ფიქსირებულ 2,1 მლნ. ევროს.

მიახლოებით 75% უეფას საერთო სატელევიზიო შემოსავლებიდან , რაც მაქსიმუმ 530 მლნ. ევროს შეადგენს, განაწილდება კლუბებს შორის. დარჩენილი 25% გადაინახება ევროპული ფეხბურთისთვის და მას გამოიყენებს უეფა საორგანიზაციო და ამდმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად.

32 გუნდი, რომელიც მონაწილეობს 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მინიმუმ 8,6 მლნ. ევროს მიიღებენ. კლუბმა, რომელიც მოიგებს უეფას ჩემპიონთა ლიგას , შეიძლება დააგროვოს 37,4 მლნ. ევრო.

32 გუნდიდან თითოეული მიიღებს ფიქსირებულ 8,6 მლნ. ევროს. ჯგუფურ ეტაპზე მოგებაზე დამატებით მიიღებენ 1 მლნ. ევროს, ფრედ დაფიქსირებული შეხვედრისთვის 500 000 ევროს. 1/8 ფინალში თითოეული გუნდი მიიღებს ფიქსირებულ 3,5 მლნ. ევროს, 8 მეოთხედინალისტი მიიღებს ფიქსირებულ 3,9 მლნ. ევროს, ხოლო ოთხი ნახევარფინალისტი 4,9 მლნ. ევროს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიიღებს 10,5 მლნ. ევროს, ხოლო მეორე ადგილოსანი კი 6,5 მლნ. ევროს.

თითოეული ქვეყნის შიდა ჩემპიონი, რომელიც ვერ გავიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს 200 000 ევროს. გარდა ამისა, ყველა კლუბი, რომელიც მონაილეობდა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს 150 000 ევროს, თუ ისინი არ არიან ჯგუფურ ეტაპზე გასულები. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ის გუნდები , რომლებიც ვერ გავიდნენ ჯგუფურ ეტაპზე, მიიღებენ 175 000 ევროს. გუნდები, რომლებიც გამოეთიშნენ გათამშებას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მიიღებენ 200 000 ევროს.

გარდა აღნიშნულისა, "მადრიდის რეალი', რომელიც 2014 წლის უეფას სუპერ თასის გამარჯვებულია, მიიღებს 3 მლნ. ევროს, ხოლო "სევილია" კი 2,2 მლნ. ევროს.

წყარო: UEFA

  • shvela
  • 15 სექტემბერი 2014
  • 4 487
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)