ცეზარ სანჩესი : "რეალმა დიდი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს იკერს"
სამეფო კლუბის ყოფილი კიპერის, ცეზარ სანჩესის განცხადებით, გულშემატკივართა მხრიდან აგრესია იკერ კასილასს კარგს არაფერს მოუტანს, რაც პირდაპირ კავშირი იქნება მადრიდული გიგანტის წარუმატებლობასთან...
"მერწმუნეთ, სამეფო კლუბს იკერი ძალიან სჭირდება და მისი დეპრესიული მდგომარეობა გუნდს არაფერში გამოადგება. ის, რაც გულშემატკივრებმა გააკეთეს დიდი სირცხვილია. იმის ნაცვლად, რომ ყველა გაერთიანდეს და მხარი დაუჭიროს ლეგენდარულ კაპიტანს, სტვენას ვისმენთ."
"როდესაც საკუთარი მხარდამჭერისგან დიდ ზეწოლას გრძნობ თამაში ურთულესი ხდება და ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის."
"კარლო ანჩელოტი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და სწორედ ის გადაწყვეტს ვინ უნდა დაიცვას "ბლანკოსის" კარი, თუმცა ყველასთვის საყოველთაოდ ცნობილია, რომ იკერი ერთ-ერთი საუკეთესოა, ამ ადამიანმა ესპანეთის დედაქალაქში საკუთარ ეპოქა შექმნა."
- 15 სექტემბერი 2014
- 1 429
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.