კარვახალი "დეპორტივოსთვის" ემზადება
დანი კარვახალი სარეაბილიტაციო კურსს ასრულებს.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა ტრავმა მიიღო, იგი თავდაუზოგავად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ბაზელის" წინააღმდეგ ეთამაშა. თუმცა მედიკოსებთან საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ კარვახალის მინდორზე გამოსვლა ერთი კვირით უნდა გადადებულიყო.
ექიმების საბოლოო ვერდიქტის შედეგად გაირკვა, რომ დანი ლა ლიგის შემდეგ ტურში, "დეპორტივოს" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. ფეხბურთელი აგრძელებს სარეაბილიტაციო კურსს და რამდენიმე დღეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს.
Defensacentral.com
- 15 სექტემბერი 2014
- 1 300
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.