ანჩელოტი: "გულშემატკივრები ისე იქცევიან, როგორც ჩვენ ვთამაშობთ"
კარლო ანჩელოტიმ ხვალინდელი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა
მეკარის შეცდომა: "ჩემთვის ამაზე დებატები მორჩენილი და დახურულია. არ ვაპირებ წლევანდელ სეზონში მეკარეებზე საუბარს და ამას შეეგუეთ."
კასილასი: "კასილასი საკმაოდ გამოცდილი მეკარეა და მისი ეს გამოცდილება აუცილებლად დაგვეხმარება მიზნების მიღწევაში."
გულშემატკივრების რეაქცია: "გულშემატკივრები ჩვენი თამაშის მიხედვით გამოხატავენ რეაქცია. თუ კარგად ვთამაშობთ, ისინი მხურვალდე გგვულშემატკივრობენ, თუ ცუდად ვთამაშობთ, ისინი აღშფოთებულები არიან. ეს ნორმალურია."
სასტარტო: "ვეცდებით იმ შედეგების და უკეთესი მიზნების მიღწევას, რაც წინა სეზონში გვქონდა. ცვლილებებს არ ვაპირებთ."
ხამესის მოსვლა და ხაბის წასვლა: "მიხარია, რომ ხამესი ჩვენთანაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ შემადგენლობას, რაც ეხლა მყავს , არცერთი ევროპული გუნდის შემადგენლობაზე არ გავცვლიდი."
კრიშტიანოს განცხადება: "ყველა მოხარულია აქ ყოფნით. შესაბამისად აქ არანაირი დაძაბულობა არ არსებობს. ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს ევროპაში."
შეგრძენა: "თავს ისე ვგრძნობ, როგორც მწვრთნელი, რომელმაც უნდა მოაგვაროს რაღაცეები. ანალოგიურად ვგრძნობდი თავს წინა სეზონის სტარტზეც. გვაქვს საშუალება, რომ ყველას დავანახოთ რა შეგვიძლია. ყველა ტურნირს იმედის თვალით ვუყურებთ და იმედი გვაქვს, რომ წინა წლის მიღწევას გავიმეორებთ."
სირთულეები: ახალ ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ბოლომდე აუღონ ალღო აქაურობას. არიან ფეხბურთელები, რომლებიც აგვისტოს ბოლოსკენ შემოგვიერთდნენ და საკმარისი დრო არ ჰქონდათ. ყველაფერს დრო სჭირდება."
სტანდარტულების პრობლემა: "აღნიშნული პრობლემა გვაქვს და ვმშაობთ მის აღმოფხვრაზე. ანალოგიური რამ მოხდა "ანოეტაზეც"."
შემადგენლობის ცვლილება: "საქმე სხვა რამეშია. შესაბამისად არ ვაპირებ შემადგენლობის ცვლილებას. ხვალაც იგივე შემადგენლობა ითამაშებს. უფრო მეტი უნდა ვიმოძრაოთ."
ცენტრალური ნახევარმცველი: "ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს ყველა პოზიციაზე. მაგალითად ილარამენდი, რომელიც საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ არ გამოგვიყენებია."
წყარო: AS
- 15 სექტემბერი 2014
- 2 849
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.