"რეალს" ყველაზე მეტჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული ჩემპიონთა ლიგაზე
"მადრიდის რეალი" ერთადერთი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 45-ჯერ გამოდის.
"მადრიდის რეალი" "ბაზელის" წინააღმდეგ თავის 45-ე ჩემპიონთა ლიგის სეზონს დაიწყებს. "თეთრები" ერთ-ერთი იყვნენ იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც 1955 წელს საფუძველი ჩაუყარეს დღევანდელ ჩემპიონთა ლიგას. მაშინაც "თეთრები" პირველად შვეიცარიულ "სერვეტს" შეხვდნენ. "მადრიდის რეალის" შემდეგ მეორე ადგილზე მოდის "ბენფიკა", რომლის ანგარიშზეც 33 ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაა. თავიანთ 44 ჩემპიონთა ლიგის ტურნირში "მადრიდის რეალს" ნათამაშევი აქვს 372 თამაში, საიდანაც მოიგო 219, ფრედ ითამაშა 64 და წააგო 89 შეხვედრა. გოლთა თანაფარდობაც საკმაოდ მრავლისმეტყველია. 821 გატანილი გოლი 409 გაშვებული გოლის საწინააღმდეგოდ.
წყარო: Realmadrid.com
- 15 სექტემბერი 2014
- 1 803
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.