ფანები "ბაზელთან" ძირეულ ცვლილებებს ითხოვენ
ცნობილმა გამომცემლობამ "AS" გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები "ბაზელთან" დაპირისპირებაში რამდენიმე ცვლილებას მოითხოვენ...
მადრიდელ გულშემატკივარს კარის დარაჯად იკერ კასილასის ნაცვლად კეილორ ნავასის ხილვა სურს. არბელოას ნაცვლად დანიელ კარვახალის, პეპეს ნაცვლად რაფაელ ვარანის, კოენტრაუს ნაცვლად მარსელოს, კარიმ ბენზემას ნაცვლად ან კრიშტიანო რონალდუს, ანაც გარეთ ბეილის ხილვა სურთ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე.
აღსანიშნავია, რომ კოსატრიკელმა მეკარემ 7364 ხმა მიიღო, მისმა კონკურენმა იკერ კასილასმა კი მხოლოდ 2427.
ყველაზე დიდი კონკურენცია პეპესა და რაფაელ ვარანს შორის იყო. მათ შესაბამისად 5507 და 6335 ხმა მიიღეს. სერხიო რამოსს კი ყველა ნდობას უცხადებს.
ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კარლო ანჩელოტი, რომელსაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩის ჩატარება მოუწევს სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაში მადრიდში ნამდვილი "აფეთქება" დაიწყება.
- 15 სექტემბერი 2014
- 2 589
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.