"დაცემა"
ვიმედოვნებ, რომ ჩემი სტატიებით თავი არ მოგაწყინეთ, რადგან მსურს კიდევ ერთი ემოციური "ნაწერი" შემოგთავაზოთ, რომელიც "რეალის" ამჟამინდელ მდგომარეობას შეეხება.
ზოგადად, კლუბი ყურადღების ცენტრში მხოლოდ ორ შემთხვევაშია:
პირველს გამარჯვება ეწოდება, რომელიც ჩვენ გასული სეზონის ბოლოს ვიგემეთ. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, თუ რაოდენ საოცარი იყო ის გრძნობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ფეხბურთელების მიერ "მეათეს" აღმართვის დროს დაგვეუფლა. პირადად მე ახლაც თვალწინ წარმომიდგება სერხიო რამოსის ბრწყინვალე გოლი, რომელმაც არამარტო ჩვენ, არამედ მეტოქეც გააოცა და თავადაც იცით, თუ რითი დასრულდა ყველაფერი. მაშინ ხალხმა დაინახა, თუ რა ძალას წარმოადგენდა მადრიდის "რეალი", რომელმაც თავის საწადელს მიაღწია და 12 წლიანი ლოდინის შემდეგ სანატრელი "დესიმა" მოიპოვა.
თუმცა რა ხდება დღეს ? 3 თამაშში ორი მარცხი ? დიახ, სწორედ ეს არის ის, რაზეც დღეს მთელი საფეხბურთო სამყარო ალაპარაკდა. მათ უკვირთ, თუ როგორ შეიძლება მადრიდული გრანდი მარცხდებოდეს "სოსიედადთან" და სახლში თანაქალაქელ "ატლეტიკოს" აძლევდეს ზეიმის უფლებას. თუმცა ეს ასეა და ამას ჩვენ, მადრიდისტებიც ვხედავთ. არ ვართ ბრმები და ჩვენც აღვიქვამთ იმ მწარე რეალობას, რომელსაც პირადად მე "დაცემას" დავარქმევდი.
წინასწარ არაფერზე საუბარი არ მიყვარს და მიკვირს, როდესაც ფეხბურთის "მოყვარულები" (დიახ, ბრჭყალებში) 24 საათის განმავლობაში მადრიდის "რეალის" ლანძღვაში ატარებენ დროს და აქედანვე უაზროდ გაიძახიან, რომ წელს ვერაფერს მოვიგებთ. ამის შემდეგ ისინი გვახსენებენ, რომ გუნდიდან გავუშვით ანხელ დი მარია და ჩაბი ალონსო, რომელთა წყალობითაც, თურმე. ლიგა მოვიგეთ. მოგვიანებით იწყებენ იმაზე საუბარს, რომ ერთ დროს ოუენი, რობინიო, კაკა და სხვა ფეხბურთელები "გავაფუჭეთ". ეს ლაყბობა კი სრულდება იმით, რომ გუნდიდან გავაგდეთ რაული და წლების განმავლობაში, თურმე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალს ვერ ვცდებოდით.
ჩემო ძვირფასო ხალხო, მინდა აქვე გაგცეთ პასუხი ყველაფერზე:
1) ზუსტად იმავე შემართებით გაიძახოდით შარშან, რომ "ბლანკოსი" ვერაფერს გააკეთებდა და რომ ჩემპიონთა ლიგაზე იოლ ჯგუფში მოვხვდით და კიდევ უამრავ სისულელეს. თუმცა როგორ დასრულდა სეზონი ? ჩვენ დავამარცხეთ ის ატლეტიკო, რომელმაც გაანადგურა თქვენი ძვირფასი "ბარსელონა", "ჩელსი" და კიდევ სხვა.
2) დიახ, გუნდიდან წავიდა ანხელ დი მარია, რომელმაც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა შარშანდელ ტრიუმფში, მაგრამ როდესაც ამბობთ, რომ ლიგა მხოლოდ მისი დამსახურებით მოვიგეთ, აქ უკევ აზვიადებთ და ეს თავადაც კარგად იცით. რაც შეეხება ხამეს როდრიგესს, ის ახალწვეულია და მისი კრიტიკა, ჯერ–ჯერობით უადგილოა, რადგან, ზოგადად, ფეხბურთელი კლუბს იცვლის, ახალ გარემოსთან შესაგუებლად მას დრო სჭირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ ზუსტად იმავეს იძახდით გარეთ ბეილზე, რომელშიც თურმე ფუჭად გადაგვიყრია ის "100" მილიონი, რომელმაც ბარტრას გაასწრო და ბარსელონას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით "შეუსრულა"!
ახლა კი გადავიდეთ ჩაბი ალონსოზე. დარწმუნებული ვარ მისი ინტერვიუ ნახეთ, სადაც მან გასაგებად თქვა, რომ გუნდიდან წასვლა თავად გადაწყვიტა, რადგან სურდა მიეღო ახალი გამოწვევა. იმავე აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ და ზიდანმა, რომლებმაც არა ერთხელ სცადეს აბი გუნდში დარჩენაში დაერწმუნებინათ.
3)ახლა კი ჩემი საყვარელი თემა, რომელსაც "რეალის" ყველა არა–მოყვარული მაშინ იშველიებს, როდესაც სათქმელი აღარაფერი რჩება: 8 წლის განმავლობაში ვერ ვცდებოდით ნახევარ–ფინალს. ნუთუ ? დავიჯერო თქვენი საყვარელი კლუბი ყოველ წელს იგებს ლიგას და შიდა–ჩემპიონატს ? მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდი გამარჯვებას! ბევრად მნიშვნელოვანია რომ ერთხელ და სამუდამოდ შენ აღწევ იმ საწადელს, რომლისკენაც წლების მანძილზე მიისწრაფოდი და მიილტვოდი.
გასაოცარია, რომ თქვენ ყოველთვის გაქვთ რაიმე სათქმელი "რეალზე", იმარჯვებს ის თუ მარცხდება, თქვენ ყოველთვის ცდილობთ იპოვოთ რაღაც ჩასაჭიდი, რომ გაამტყუნოთ და გალანძღოთ ის, ან შემდგომ ისტორია მოიშველიოთ და რაღაც–რაღაცენი შეგვახსენოთ! რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია 24 საათის განმავლობაში რომელი კლუბის შეურაცხყოფაში გაატარებთ დროს, თუმცა რჩევა იქნება, თუ ყველა საყვარელ გუნდს მიხედავთ და მხოლოდ მასზე იფიქრებთ. იცით რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში ?კიდევ ერთხელ დავრწმუნდები ერთი კარგი ანდაზის სიმართლეში:
"ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"
დაე, გძულდეთ მადრიდის "რეალი"!
დაე, იცინოდეთ იმაზე, რომ ამჟამად ცხრილში მე–13 ადგილზე ვართ!
დაე, გიხაროდეთ ჩვენი მარცხი!
შეგახსენებთ, რომ როდესაც ეცემი, ყოველთვის შესაძლებელია ფეხზე წამოდგომა, შესაბამისად არ არსებობს "დაცემა" იმ ტრიუმფის გარეშე, რომელსაც მხოლოდ იმედის, რწმენისა და შრომის საშუალებით მოიპოვებ.
- 14 სექტემბერი 2014
- 3 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.