ემილიო : "ყველაფრის დრამატიზება არ არის საჭირო"
ემილიო ბუტრაგენიო "რეალის" მომდევნო მარცხს გამოეხმაურა...
"არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელები შესაბამის კონდიციაში არ იმყოფებიან, რაზეც შედეგებიც მეტყველებს. 3 თამაშში 2 წაგება უკვე დიდი ხანია არ გვქონია, მაგრამ არ არის საჭირო ყველაფრის დრამატიზება. ანჩელოტი ყველაფერს გაანალიზებს და გარკვეულ კორექტივებს შეიტანს, სხვაგვარად ფატალურ შედეგებამდე მივალთ."
"იმედი მაქვს ამ წლის ბოლოს კლუბი მოწოდების სიმაღლეზე იდგება."
"ატლეტიკომ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მოიპოვა, მათ ნამდვილად ბევრი იშრომეს და დაუფასდათ კიდეც."
"არ შეიძლება არ აღინიშნოს მოიას თამაში, რომელმაც ძალიან კარგად დაიცვა საკუთარი კარი. სიმეონეს მისი სახით საიმედო კიპერი ჰყავს, რომელმც სრულფასოვნად შეცვალა კურტუა."
"სეზონი ძალიან გრძელია და ვფიქრობ, შევძლებთ გარდატეხის შეტანას. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები დარჩენილ 35 ტურში."
"ფეხბურთელები ერთმანეთს მხარში უდგანან. იკერ კასილასი თავს მშვიდად გრძნობს და იცის, რომ კლუბი ენდობა, გულშემატკივართა მხრიდან ლეგენდას დაფასება სჭირდება და არა სტვენა."
- 14 სექტემბერი 2014
- 1 754
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.