მარიო მორატალა: "ხამესმა თამაში თავის თავზე უნდა აიღოს"
მარიო მორატალამ Marca-ს რადიოში დერბიზე ისაუბრა და აგრეთვე განაცხადა, რომ ხამეს როდრიგესის როლი მადრიდის "რეალში" ძალიან დიდია და კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ეს უნდა გააცნობიეროს.
"გრიზმანი ამომავალი ვარსკვლავია. "ატლეტიკოსთვის" იგი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არდა ტურანს რამდენიმე თვეა არ უთამაშია და არამგონი დიეგო სიმეონემ იგი პირველივე წუთებიდან გამოიყვანოს. რაც შეეხება მანჯუკიჩს, სავარაუდოდ იგი სასტარტოში იქნება."
"კარლო ანჩელოტის პრობლემები ნამდვილად აქვს. მან შექმნა საუკეთესო გუნდი, მაგრამ როგორც ხედავთ ვარსკვლავური შემადგენლობა ნაწილობრივ დაიშალა. თუმცა სამეფო კლუბის შემადგნელობაში ჩაირიცხნენ ტონი კროოსი და ხამეს როდრიგესი. საინტერესოა აგრეთვე როგორ იმოქმედებს ბენზემას თამაშზე ჩიჩარიტოს ტრანსფერიც. ვფიქრობ ხამესზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მან რაც შეიძლება მალე უნდა გაიაროს ადაპტაცია, რადგან მისი როლი მადრიდის "რეალში" ძალიან დიდია და დროა მატჩზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. მართალია კოლუმბიელ ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდება გუნდში ლიდერის წოდების მოპოვება, მაგრამ იგი ვალდებულია იბრძოლოს."
"როდრიგესი თავდაუზოგავად იხარჯება ვარჯიშებზე, არ ვფიქრობ, რომ იგი დი მარიას შეცვლის, თუმცა ვგონებ ბლანკოსისთვის იგი ანგარიშგასაწევი ძალაა. მართალია ხამესს იმდენი ჯერ არ გაუკეთები, რამდენიც ბეილმა, რონალდომ და ბენზემამ, თუმცა როდრიგესი ახალგაზრდა და მას ყველაფერი წინ აქვს. დარწმუნებული ვარ იგი შეძლებს თავისი ნიჭის და შესაძლებლობების დემონსტრირებას."
"ასევე კარლო ანჩელოტის უმთავრესი პრობლემა დანი კარვახალის ტრავმაა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ესპანელი საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბდა და დერბიში მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. მართალია არბელოა ძალიან გამოცდილია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის საკითხი, მოახერხებს თუ არა ალვარო დანის ფუნქციების ღირსეულად შესრულებას."
Marca.com, Bernabeudigital.com
- 12 სექტემბერი 2014
- 1 528
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.