ჩიჩარიტოს დებიუტი "მანჩესტერში" და "ჩივასში" გოლებით აქვს აღნიშნული

მექსიკელ ფეხბურთელს სულაც არ ესაჭიროება სასტარტოში ყოფნა იმისთვის, რომ გოლი გაიტანოს. ის ამას შეცვლიდან შემოსვლითაც იდეალურად აკეთებს. მის ანგარიშზე 59 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩატარებულ 154 შეხვედრაში (აქედან 50%-ში ის თამაშს სათადარიგოდან იწყებდა)

ჩიჩარიტოს ნამდვილად აქვს გოლის ალღო და მას ამას ვერავინ ვერ დაუკარგავს. მექსიკელს სულაც არ დასჭირვებია სასტარტოდან თამაშის დაწყება "მანჩესტერ იუნაიტედში" 59 გოლისა და 20 საგოლე გადაცემის შესასრულებლად. ანალოგიური ვითარება იყო "ჩივასშიც" , სადაც მის ანგარიშზე 75 თამაშში 29 გოლია. ხავიერ ერნანდესს ორივე კლუბში დებიუტი გოლით აქვს აღნიშნული.

მწვრთნელი, რომელმაც "ჩივასში" 18 წლის ჩიჩარიტოს შანსი მისცა , იყო მანუელ დე ლა ტორე. ეს მოხდა 2006 წლის 9 სექტემბერს. "მადრიდის რეალის" ფეხბურთელი მაშინ მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა და მას 5 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ სადებიუტო გოლი გაეტანა.

2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული ჩემპიონატისას მას თვალი ალექს ფერგიუსონმა დაადგა. მის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩივასს" 6 მლნ. ევრო გადაუხადა. იმავე წლის 8 აგვისტოს ფერგიუსონმა ის "ჩელსის" წინააღმდეგ გაიყვანა მოედანზე. მაშინ "ჩელსის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. 26-ე წუთზე ჩიჩარიტომ თავის გამოჩენა შეძლო. ეს მისი დებიუტი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.

წყარო: AS

  • shvela
  • 12 სექტემბერი 2014
  • 1 846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (249)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)