კარვახალი დროზე ადრე გამოჯანმრთელებას ცდილობს

დანი კარვახალი დროზე ადრე გამოჯანმრთელებას ცდილობს, რათა ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი ჩაატაროს.

ესპანელი ფეხბურთელი კვლავ გრძნობს მცირე დისკომფორტს, თუმცა მედიკოსების აზრით უახლოეს პერიოდში კარვახალს ტკივილი გაუვლის. იგი ითვლება ძირითადი შემადგენლობის უცვლელ მოთამაშედ და მისი არყოფნა კლუბს ძალიან დიდ ძალას დააკლებს.

იმ შემთხვევაში, თუ დანი გამოჯანმრთელებას ვერ მოახერხებს, კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა მარჯვენა მცველს ნაჩოთი, არბელოათი ან ვარანით ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილია, რომ მადრიდელთა 15 ნომერი დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კარვახალი დანებებას არ აპირებს და თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი ჩაატაროს "ბაზელის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ კარვახალმა ტრავმა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე მიიღო, რის შემდეგაც მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. დიაგნოზის დასმის შემდეგ კი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" ექიმებთან გაემგზავრა კონსულტაციის გასავლელად.

Defensacentral.com

  • Junior
  • 11 სექტემბერი 2014
  • 1 266
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)