დანიელა ოსპინა მადრიდულ კლუბში
ხამეს როდრიგესის მეუღლე "მადრიდის რეალის" ქალ ხელბურთელთა ნაკრების წევრი გახდა
კოლუმბიელი ფეხბურთელის ხამეს როდრიგესის მომხიბვლელი მეუღლე დანიელა ოსპინა "მადრიდის რეალის" ქალ ხელბურთელთა ნაკრების წევრი გახდა.
ოსპინა, რომელიც 22 წლისაა , სიმაღლესი 1,83 მ-ია. ის ვარჯიშს ამ კვირას დაიწყებს და მაშინ ითამაშებს, როცა სრულად იქნება მზად.
"ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ის დაგვეთანხმებინა. სოციალური ქსელებითა და სხვა საშუალებებით ვცდილობდით მის დათანხმებას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაზე მეტად მის გადმობირებაში "მადრიდის რეალის" შტაბი დაგვეხმარა. თავად ოსპინა დაგვიკავშირდა აქეთ და თანხმობა განაცხადა"-აცხადებს "მადრიდის რეალის" პლაჟის ხელბურთის პრეზიდენტი.
ვიცოდით, რომ მას სხვა კლუბებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ საბოლოოდ დანიელამ ჩვენზე გააკეთა არჩევანი"-დასძინა პასკუალმა.
წყარო: MundoDeportivo.com
- 11 სექტემბერი 2014
- 3 774
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.