სუარესი "რეალთან" თამაშს მოახერხებს

როგორც მოგეხსენებათ, 25 ოქტომბერს დიდი საფეხბურთო ზეიმი, "ელ კლასიკო გაიმართება". ამ მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლება "ბარსელონაში" ახლად გადმოსულ ლუის სუარესს, რომელიც კატალონიურმა გუნდმა 94 მილიონ ევროდ შეიძინა.

ურუგვაელი ფეხბურთელი ფიფამ ოთხ თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რადგან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, 24 ივნისს, ურუგვაი-იტალიის მატჩზე ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. მაშინ ურუგვაელმა ფორვარდმა საჩივარი შეიტანა ფიფაში, თუმცა ხელმძღვანელობამ არ განიხილა ყოველივე ეს და სუარეsს დისკვალიფიკაციაც არ მოეხსნა. 25 ოქტომბერს "ელ კლასიკოა", ხოლო ლუის სუარეზის დისკვალიფიკაციას ვადა, წინა დღეს, 24 ოქტომბერს გადის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელი ფორვარდი, რომლითაც ადრე "რეალიც" ინტერესდებოდა, სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ჯერ-ჯერობით, ლუის სუარეsმა "ბარსელონას" რიგებში მხოლოდ ერთი მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც "ბარსა" ამხანაგურ შეხვედრაში "ლეონს" ეთამაშებოდა. ურუგვაელი ფორვარდი შეცვლაზე შემოვიდა და მოედანზე რამოდენიმე წუთი დაჰყო..

ინფორმაციის წყარო: Goal.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (110)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)