ტაქტიკა ყველაფერია!

დერბიში ყველაფერი გუნდების სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული.

ექსპერტების აზრით, მატჩის ბედს გადაწყვეტს კუთხურებიდან და საჯარიმო დარტყმებიდან შესრულებული მომენტები. დერბიში ორივე გუნდი მობილიზებული უნდა იყოს და თითოეული მომენტის მაქსიმალურად გამოყენებას უნდა ეცადონ.

ბოლო რამდენიმე დერბიში მადრიდის "ატლეტიკომ" ყურადღება სწორედ სტანდარტულებზე გაამახვილად. დიეგო სიმეონეს შეგირდები ყოველი კუთხურის თუ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს მობილიზებულნი არიან და ცდილობენ მცირე მომენტიც კი გამოიყენონ და ბურთი მეტოქის კარის მიმართულებით გადაგზავნონ. სწორედ ასე მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჰინალში, როდესაც ბლანკოსის ფეხბურთელებმა უყურადღებოდ დატოვეს დიეგო გოდინი, რომელმაც მომენტი გამოიყენა და კასილასის კარი დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ სტანდარტულების დროს კარის დაცვა მადრიდის "რეალის" ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. წინა ტურში სამეფო კლუბმა "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ მატჩში ორ ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ 4-2 დამარცხდა.

ერთი სიტყვით, კარლო ანჩელოტის შეგირდები ვალდებულნი არიან სტანდარტული მდგომარეობის დროს უფრო მეტად კონცენტრირებულნი იყვნენ. შეტევაში მათ პრობლემები ნამდვილად არ აქვთ. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროსაც დიდებულად გამოიყურებიან, რასაც ლისაბონის ფინალში სერხიო რამოსის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლიც მოწმობს.

Marca.com

  • Junior
  • 10 სექტემბერი 2014
  • 2 731
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)