ანჩელოტიმ ალონსოზე ისაუბრა
მადრიდის "რეალის" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში ჩაბი ალონსოზე ისაუბრა...
"ჩაბი ალონსოს ტრანსფერი კლუბთან შეთანხმებით განხორციელდა. ბასკმა ფეხბურთელმა "ბლანკოსის" რიგების დატოვება თავად მოისურვა, ხოლო ხელმძღვანელობამ მის სურვილს პატივი სცა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის."
"კარვახალის და ხედირას ტრავმებმა ბევრი პრობლემა წარმოშვა. უიღბლობის გამო ისინი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებენ. იმედი მაქვს ლაზარეთი სულ მალე დაცარიელდება."
"მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ალვარო მორატაზე. იგი არის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, რომელსაც გამოცდილება სჭირდება. გავა წლები და მორატა ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდება."
"წლის დასაწყისში ჩემს გუნდში თავი მოიყარა სამმა საუკეთესო მეკარემ: იკერ კასილასი, დიეგო ლოპესი და კეილორ ნავასი. ლოპესმაც ალონსოს მსგავსად გუნდის დატოვება მოისურვა, რადგან მისი აზრით, კასილასს კონკურენციას ვეღარ გაუწევდა."
"ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს მე გადაწყვეტილი მქონდა პირლოს ან ვერატის შეძენა. მინდა განვაცხადო, რომ ორივე ფეხბურთელთან მომიწია მუშაობა და მორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისინი არიან უმაღლესი დონის მოთამაშეები და მათი იმედი ნებისმიერ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ სეზონში რომელიმე ბლანკოსის რიგებში ვიხილოთ."
- 10 სექტემბერი 2014
- 3 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.