კროოსი: "მომწონს მადრიდის "რეალი" და აქაური ტემპი"
კროოსმა "მადრიდის რეალზე" ისაუბრა...
"რიტმს კარგად ვგრძნობ. "მადრიდის რეალთან" ერთად თითქმის ყოველ მეოთხე დღე გვიწევს თამაში. შესაბამისად კლუბში მუდამ ფორმაში უნდა იყო."
"მადრიდის რეალი" დღეს-დღეობით ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. აქ მოხვედრა ნებისმიერი ბავშვის ოცნებაა. აქ თამაში და აქაური გამოცდილება შთამბეჭდავია. ჩემი აზრით, "ბლანკოსი", "ბაიერნი", "ბარსელონა" და "მანჩესტერი" ტოპ-4 გუნდია დღეს. მე ერთი დიდი კლუბიდან, მეორე დიდ კლუბში გადმოვედი."
"თავს დიდებულად ვგრძნობ. ყველანაირი პირობა და მხარდაჭერა მაქვს . "რეალი" ერთი დიდი ოჯახია. მიყვარს კარლო ანჩელოტის თავდაჯერებულობა, რომელმაც მე დამარწმუნა, რომ კლუბს ვჭირდები. აქ სეზონი იმისთვის იწყება , რომ ტიტულები მოიგო და მოედანზე იმისთვის გადიხარ, რომ გაიმარჯვო."
"ზეწოლა ყველგანაა. ასე იყო "ბაიერნშიც". წინა სეზონში პეპ გვარდიოლასგან ბრწყინვალე ფეხბურთს ითხოვდნენ. იყო "ბაიერნის" მიერ მოგებული თამაშები, მაგრამ გვაკრიტიკებდნენ, ვინაიდან ისე კარგად არ გამოვიყურებოდით. ანალოგიურად დაძაბული სიტუაციაა ესპანეთშიც . თუ რამე ისე არ მოხდა, როგორც ყველას სურს, ცუდი დღე გველის, ამიტომ მუდამ კონცენტრირებულები ვართ."
- 9 სექტემბერი 2014
- 2 351
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.