რონალდუ: "გარისკვად ღირდა"
კრიშტიანო რონალდუმ გერმანულ გამომცემლობასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მის ტრავმასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მუხლის ტრავმა:
"დიახ, მქონდა მუხლის ტრავმა და ეხლა თავს უკეთესად ვგრძნობ. არ იყო ადვილი გადასაწყვეტი სეზონის ბოლოს ტრავმიანი თამაში. ორი ძალზედ მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა წინ და არ მინდოდა არცერთი მათგანის წაგება."
"მადრიდის რეალი"
"ჩემთვის და კლუბისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. მეათე თასი მოვიგეთ. თასი, რომელსაც ყველა ელოდა."
ეროვნული ნაკრები
"ეროვნულ ნაკრებში ყველაფერი განსხვავებულად და რთულად აღმოჩნდა. იქ ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ ჯგუფურ ეტაპზე."
ფინალის ტრავმით თამაში
"ჩემი აზრით, ღირდა გარისკვად. მუხლის ტრავმა არაფერია ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან მიმართებაში. ცხოვრებაში ყოველთვის არ არის ასეთი მომენტები და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ამ მომენტში შენი წვლილი შეიტანო. ბრაზილიაში ჩატარებული მუნდიალის შემდეგ დასვენება მესაჭიროებოდა და დავისვენე კიდეც."
- 9 სექტემბერი 2014
- 3 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.