კარვახალის თამაში დერბიში საეჭვოა
დანი კარვახალი ესპანეთის ნაკრებს, მაკედონიის წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარება.
მადრიდის "რეალის" მცველს მარცხენა ფეხზე კუნთის ტრავმა აწუხებს. იგი ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება და დიდია ალბათობა იმისა, რომ იგი "ატლეტიკოს" წინააღმდეგაც ვერ იასპარეზებს.
"ვფიქრობ იმდენად სერიოზული ტრავმა არ უნდა იყოს, რომ მადრიდელმა ექიმებმა ჩემი განკურნება მალე ვერ მოახერხონ. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და რამდენიმე დღეში გაირკვევა შევძლებ თუ არა მადრიდულ დერბიში მონაწილეობის მიღებას" - განაცხადა დანი კარვახალმა.
Marca.com
- 8 სექტემბერი 2014
- 1 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.