პორტუგალია რონალდუს გარეშე უძლურია, გერმანიამ გამარჯვებით დაიწყო
დღეს, ბებერი კონტინენტის მასშტაბით, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპმა აიღო სტარტი.
კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოასპარეზე პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა, საკუთარ კედლებში შეირცხვინა თავი.ბენტუს შეგირდები, არც მეტი არც ნაკლები, ალბანელებთან დამარცხდნენ მინიმალური ანგარიშით.
აღსანიშნავია, რომ მოედანზე პირველი წუთებიდან ირჯებოდნენ ფაბიუ კოენტრაუ და პეპე.
ბუნდეს ნაკრებმა თომაშ მიულერის დუბლის წყალობით, 2-1 დაამარცხა შოტლანდია.ტონი კროოსმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
რაც შეეხებათ მომავალი ტურნირის მასპინძელ ფრანგებს, მათ ამხანაგურად გააგორეს ბურთი სერბეთთან (1-1).კარიმ ბენზემა მეორე ნახევარში ჩაერთო საქმეში, ხოლო ვარანმა სრულად იასპარეზა.
- 8 სექტემბერი 2014
- 3 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.