100 000 "რეალის" გულშემატკივარს კარლოსის დაბრუნება სურს
მიუხედავად იმისა, რომ რობერტო კარლოსი 36 წლისაა, მაინც ძველებურ სტილში განაგრძობს ასპარეზობას. ის საუკეთესო ლეგიონერია, რომელსაც უთამაშია "სანტიაგო ბერნაბეუს" გაზონზე.
გუშინ კარლოსმა ესპანურ პრესასთან განცხადება გააკეთა. მას სურს მადრიდში დაბრუნება. "თუ დამირეკავენ "რეალის" ხელმძღვანელობიდან, აუცილებლად დავთანხმდები. ისევ მსურს მოვირგო "სამეფო კლუბის" ფორმა". აღნიშვნის ღირსია ის, რომ რობერტომ დატოვა "ფენერბაჰჩე" და წინასწარი შეთანხმება აქვს მიღწეული "კორინთიანსთან", სადაც რონალდოს გვერდით ითამაშებს.
ფანებს შორის გამოკითხვაც ჩატარდა ბრაზილიელი მცველის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. ფანების 71% ანუ 100 000 გულშემატკივარი თვლის, რომ რობერტო ისევ უნდა დაუბრუნდეს გუნდს, ხოლო დანარჩენი ანუ 40 000 ფანი თვლის, რომ კარლოსის საუკეთესო წლები დასრულდა.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 16 დეკემბერი 2009
- 4 015
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.