მადრიდისტების სანაკრებო ბატალიები

როგორც იცით, რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით სანაკრებო ბატალიები მიმდინარეობს. გუნდებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარეს, ჯერი კი ოფიციალურ შეხვედრებზეც მიდგა...

საფრანგეთის ნაკრები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. ცხადია, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ბენზემა და ვარანი ძირითადიდად დაიწყებენ ასპარეზობას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "მამლებმა" ესპანეთს სძლიეს მინიმალური ანგარიშით. იმ შეხვედრაში ორივე მადრიდისტამ 90 წუთი დაჰყო მოედანზე. აღსანიშნავია ქარიმის ძალიან კარგი გოლი, რომელიც არასამართლიანად არ ჩაუთვალეს.

რაც შეეხება გერმანიას, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. "ბუნდეს" ნაკრები შოტლანდიას, დორტმუნდში "სიგნალ იდუნა პარკზე" დაუპირისპირდება. ცხადია, იოჰიმ ლიოვის განკარგულებაში ტონი კროოსი გახლავთ. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ ამხანაგური შეხვედრა დიუსელდორფში არგენტინის წინააღმდეგ გამართა და უშანსოდ დამარცხდა - 2-4. კროოსმა მოედანზე 70 წუთი დაჰყო.

შესარჩევ ეტაპს პორტუგალიაც იწყებს. როგორც იცით, კრიშტიანო რონალდოს ტრავმა აწუხებს, შესაბამისად იგი თანამემამულეებს ვერ დაეხმარება. მცირე დაზიანება აქვს ფაბიო კოენტრაუსაც, თუმცა იგი განაცხადში შეყვანილია. რაც შეეხება პეპეს, იგი სრულიად ჯანმრთელია. პორტუგალიელთა მეტოქე ალბანეთი იქნება. შეხვედრა ავეიროს მუნიციპალურ სტადიონზე შედგება.

ესპანეთის ნაკრების პირველი მეტოქე შესარჩევ ეტაპზე მაკედონია იქნება. შეხვედრა ვალენსიაში გაიმართება. დელ ბოსკეს განკარგულებაში ოთხი მადრიდისტაა: კასილიასი, კარვახალი, რამოსი და ისკო. საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში სერხიომ და დანიმ 90 წუთი დაჰყვეს მოედანზე, ისკო 78-ე წუთზე ჩაერთო მატჩში, ხოლო იკერი სათადარიგო სკამიდან ადევნებდა შეხვედრას თვალ-ყურს.

ხორვატია ზაგრებში "მაქსიმირის" სტადიონზე მალტას მიიღებს შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში. ცხადია, ლუკა მოდრიჩი თანამემამულეებს პირველი ქულების მოსაპოვებლად დაეხმარება. უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ხორვატიამ კვიპროსთან გამართა და 2-0 მოიგო, ლუკამ 61 წუთი დაჰყო მოედანზე.

რაც შეეხება უელსს, ბრიტანელები შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ანდორაში გამართავენ. ცხადია, გარეთ ბეილი სრულ მზადყოფნაშია.

მადრიდის "რეალის" მესამე მეკარე, პაჩეკო ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებულია. უნგრეთთან შეხვედრაში მან 90 წუთი დაჰყო მოედანზე. სავარაუდოდ ავსტრიასთანაც ძირითადიდან დაიწყებს თამაშს.

  • wishmaster
  • 7 სექტემბერი 2014
  • 1 916
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)