გუარინი - მორიგი ჭორი თუ სიმართლე?
იტალიურ პრესაში "ინტერის" ნახევარცმველის, ფრედი გუარაინისადმი "რეალის" ინტერესს საუბრობენ...
როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოულოდნელად გუნდი ხაბი ალონსომ დატოვა, შესაბამისად ანჩელოტის განკარგულებაში ნახევარდაცვის ცენტრში ილიარამენდი, მოდრიჩი, კროოსი და ხედირა დარჩა. ამ უკანასკნელმა სანაკრებო ბატალიებისას, ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით უქმობა მოუწევს. რაც შეეხება ბასკ ნახევარმცველს, იტალიელი სპეციალისტი მას ნდობას არ უცხადებს და ეს მის მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაზეც მოწმობს. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებსა და საათებში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ პერესი აუცილებლად შეიძენდა ერთ ნახევარმცველს, თუმცა დონ ფლორენტინო მხოლოდ ჩიჩარიტოთი შემოიფარგლა.
დღეს, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პერესის სამიზნე კიდევ ერთი კოლუმბიელი, ფრედი გუარინი გახდა, რომელიც ამჟამად "ინტერის" რიგებში ირიცხება. თუკი ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მადრიდის "რეალი" ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე არენდით აიყვანს. მეტიც, იტალიაში ირწმუნებიან, რომ შეთანხმება უახლოსი კვირეების მანძილზე მიიღწევა და ფეხბურთელი იანვარში მადრიდისკენ აიღებს გეზს.
- 6 სექტემბერი 2014
- 1 659
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.