კარვახალი: "ნაკრებში თავს კარგად ვგრძნობ"
კარვახალმა ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით, მცირე კომენტარი გააკეთა...
როგორც იცით, დელ ბოსკემ დანიელს ესპანეთის ნაკრებში თამაშის საშუალება მისცა. "რეალის" განაპირა მცველმა უკვე იასპარეზა საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში, ახლა კი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ "ფურია როხა" მაკედონიას დაუპირისპირდება.
"ფურია როხას" რიგებში ასპარეზობა: ძალიან გახარებული ვარ აქ ყოფნით. ამ დღეების განმავლობაში თანაგუნდელებმა უდიდესი დახმარება გამიწიეს. ახლა მხოლოდ და მხოლოდ მაკედონიასთან მატჩზე ვარ კონცენტრირებული. მსურს, რომ შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავიწყოთ."
გარემოს შეცვლა: არ გამჭირვებია. ფედერაცია იდეალურად მუშაობს. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ასეთი დიდებული ფეხბურთელების გვერდით თამაში.
დიეგო კოშტა: ის საუკეთესო ვარიანტია ჩვენი გუნდისთვის. ნებისმიერი კლუბის ისურვებდა მისი დონის მოთამაშეს შეტევის ხაზში.
- 6 სექტემბერი 2014
- 1 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.