"რეალმა" შესაძლოა კიკო კასილია დაიბრუნოს
ზაფხულში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიეგო ლოპესის შემცვლელი მადრიდის "რეალში" ესპანიოლის ამჟამინდელი კარის დარაჯი, კიკო კასილა იქნებოდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა არჩევანი კეილორ ნავასზე გააკეთა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებული შთაბეჭდილება დატოვა...
როგორც ჩანს მადრიდელთა ხელმძღვანელობას ეს ფეხბურთელი კვლავაც აინტერესებს, რადგან მისი პროგრესი წლიდან წლამდე აშკარა ხდება. შეგახსენებთ, სამეფო კლუბი კასილას სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს, აქედან გამომდინარე დედაქალაქელებს თავისუფლად შეუძლიათ ახალგაზრდა კიპერს "თეთრი" ფორმა ჩააცვან.
კასილას წინსვლა არც ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს გამორჩენია, რომელმაც ფრანგების წინააღმდეგ დაპირისპირებაში "ესპანიოლის" მეკარე განაცხადში შეიყვანა.
სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდელები დასხდებიან და კეილორ ნავასისა და იკერ კასილასის მარგი ქმედების კოეფიციენტს შეაფასბენ, რის შემდეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა კიკოს კლუბში დაბრუნება.
- 6 სექტემბერი 2014
- 1 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.