რონალდუ: „ვთვლი, რომ სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ“
პორტუგალიელი ჟურნალისტი ჯუდით სოუზა (რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩამოშერებული იყო საქმიანობას), კრიშტიანუ რონალდუსთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
ინტერვიუს დაწყებამდე: „მადლობა, რომ თქვენთან საუბრის საშუალება მომეცით.როგორც იცით, აღფრთოვანებული ვარ თქვენი საქმიანობით და ვიმედოვნებ, კარგ ნოტაზე დაბრუნდებით, რამეთუ თქვენ ხართ შესანიშნავი ჟურნალისტი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე.ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.“
„რა თქმა უნდა, წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებაც იზრდება მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ უკვე 29 წლის ვარ.როდესაც მწვანე მინდორზე გავდივარ სათამაშოდ, 23-24 წლის მგონია თავი.ბუნებრივია, ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა.სიამოვნებას ვიღებ თამაშებისა და ვარჯიშებისაგან, თუმცა ცხადია, ვხვდები, რომ ბევრი რამ ისე აღარ არის, როგორც წლების წინ იყო, რამეთუ ჩემი სხეულიც განიცდის ცვლილებებს.“
- რა ასაკში ჩამოკიდებთ ბუცებს ლურსმანზე?
- საინტერესო პასუხს გაგცემთ: შემიძლია ვთქვა, რომ ვითამაშებ იქამდე, სანამ სხეული მომცემს ამის საშუალებას.ვფიქრობ, 35-36 წლის ასაკამდე გავაგორებ ბურთს, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება, როდესაც აღნიშნულ ციფრს მივაღწევ.
- სად გინდათ კარიერის დასრულება?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.შემიძლია ვთქვა, რომ კარიერის დასრულება მადრიდში მსურს, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში.ასევე შემიძლია გითხრათ, რომ კარიერის დასრულება „მანჩესტერში“ მსურს, სადაც ძალიან ბევრი ვისწავლე, ან „სპორტინგში,“ სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩემს ფეხბურთელობას.ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ.
- მადრიდისთვის დი სტეფანოს დარი ფიგურა ხარ?
- ალფრედო დიდებული იყო და ჩემთვის პატივი იქნება მის დონემდე ასვლა.დარწმუნებული ვარ, „რეალის“ ისტორიაში შევალ, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე და ეს არა მხოლოდ გატანილი გოლების, არამედ მიღწევების ხარჯზეც მოხდება.
- როგორია თქვენი მიზნები ახალი სეზონისათვის?
- მინდა, რომ შარშანდელი სცენარით განვითარდეს მოვლენები.ყოველი სეზონი ახალი გამოწვევებს იძლევა და იმედია, როგორც კოლექტიურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, ბევრს მივაღწევ.მაქსიმალურად დავიხარჯები, რათა „რეალმა“ ტროფეების მოგება მოახერხოს, პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის პირველობის საგზური მოიპოვოს და სხვადასხვა ტურნირების ბომბარდირობას გამოვკრა ხელი.მიზნები უცვლელია, ყველგან და ყოველთვის, ბოლომდე ვიხარჯები ნაკრებშიც და კლუბშიც.
- კიდევ გინდათ „ოქროს ბურთის“ მოგება?
- რასაკვირველია.ეს არ არის მთავარი მიზანი, მაგრამ „ოქროს ბურთი“ სიამაყესთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.ბევრჯერ მითქვას, რომ აღნიშნულ ჯილდოს ვერ მოიპოვებ თანაგუნდელების ძალისხმევისა და ტიტულების გარეშე.ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის, სამეფო თასის, ევროპის სუპერ თასისა და „ოქროს ბუცის“ მოგების შემდეგ, კარგი შანსები მაქვს „ოქროს ბურთზე.“
- ცრემლები „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე - მეტია, ვიდრე უბრალოდ რეაქცია აღნიშნული ჯილდოსთვის?
- ალბათ, კი.სიმართლე გითხრათ, იმ დღეს, ადამიანებმა ნამდვილი რონალდუ იხილეს.ცრემლები ნამდვილად გულიდან იყო წამოსული და სიყალბეს ადგილი არ ჰქონია.ეს არა მხოლოდ კონკრეტულ გამარჯვებას, არამედ მრავალწლიან, საუკეთესოობისათვის ბრძოლას უკავშირდება.ვგონებ, დავიმსახურე ეს ჯილდო.ჩემი შვილის სცენაზე ამოსვლა ნამდვილად არ იყო დაგეგმილი, მაგრამ როდესაც დავინახე, თუ როგორ მორბოდა, გული ამიჩუყდა და ავტირდი.არაფერზე მწყდება გული.ვინც მიცნობს, ჩემი ჩემი რეალური სახე ამოიცნო, ხოლო ვისაც სხვანაირი აზრი ჰქონდა ჩემზე, მათ იგრძნეს ჩემი ემოცია.ჩვენს ცხოვრებაში არის, როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები.ბევრჯერ მითქვამს, რომ ახალგაზრდობაში ცმობილი განცხადების გაკეთებით, შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვის არ მოსვლია?
- როგორც ფიქრობ, გამოცემები არასამართლიანად გეკიდებიან?
- ალბათ, ეს არ იქნება სწორი შეფასება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ისინი არასამართლიანად მექცევიან, თუმცა გულში არ ვიდებ, რამეთუ ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ ცდებოდნენ.
- მესისთან კონკურენცია...
- კონკურენცია - ეს სიტყვა, ჟურნალისტებმა მოიგონეს.პირადად მე, მესისთან არმაქვს კონკურენცია.ჩვენ მხოლოდ ტიტულების დონეზე ვუწევთ ერთმანეთს წინააღმდეგობას.ყოველთვის გვქონდა ნორმალური და პროფესიონალური ურთიერთობა.
- მესი გამოცემების რჩეულია?
- (იცინის).ზოგჯერ მესის გარჯა უკეთესია ჩემზე, ან ის უფრო მეტად მოსწონთ სხვებს - ეს სავსებით ნორმალურია.პატივს ვცემ ადამიანების აზრს, მაგრამ მე ნამდვილად არ ვცხოვრობ ამით.
- მესი შენზე უკეთესია?
- უკეთესია თუ უარესი, ორივე მაქსიმუმს ვიღებთ ჩვენი გუნდებისათვის.ორივეს გვინდა საუკეთესოობა.ჩემს გონებაში მე ვარ საუკეთესო.თუ ადამიანი საკუთარ საქმიანობაში საუკეთესოდ არ მიიჩნევს თავს, ესეიგი მას არ აქვს ამბიცია.შესაძლოა, სულაც არ იყოს ასე, მაგრამ მე უნდა ვიფიქრო, რომ საუკეთესო ვარ.თავს სრულყოფილ მოთამაშედ მივიჩნევ, რამეთუ ორივე ფეხით გამაქვს გოლები, ვასრულებ სტანდარტებსა და პენალტებს.
- მესიმ დაიმსახურა მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელობა?
- რას ვფიქრობ ამაზე (იცინის)? ადამიანებმა უკვე ნახეს და გაანალიზეს ყველაფერი.გულწრფელად თუ გიპასუხებთ, ციხეში ჩამსვამენ (იცინის).
- რას გვეტყვით ტრავმებზე?
- ყველაფერი უკან არის მოტოვებული.არასრულფასოვანი პრე-სეზონის გამო პრობლემები შემექმნა.განვლილ სეზონში ბევრ მატჩში მივიღე მონაწილეობა, რასაც მუნდიალიც დაემატა.გაჩერება მესაჭიროებოდა, რამეთუ ფიზიოთერაპიის კურსები უნდა გამევლო, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ მოვახერხე.კარგი წინასასეზონო მომზადების გარეშე, რთული წარმატების მიღწევა.ვფიქრობ, 1-2 კვირაში მწყობრში ჩავდგები (ინტერვიუ ჩაწერილია აგვისტოს ბოლო დღეებიი - ავტ).
- მაგრამ ბრაზილიაში აცხადებდით, რომ 100 პროცენტით მზად იყავით...
- დიახ, რამეთუ როგორც ნაკრების კაპიტანი, ვალდებული ვიყავი გუნდისათვის პოზიტიური ემოცია გადამეცა.ვიცოდით, რომ ძალიან რთული იქნებოდა ყველაფერი.პესიმისტური განცხადებები რომ გამეკეთებინა, თანაგუნდელებსაც გადაედებოდათ, რაც მიუღებელია.ვგონებ, სწორად მოვიქეცი და ბევრ ჭორს ბოლო მოვუღე.
- პორტუგალიის ნაკრები სხვა გუნდებზე დაბალი დონის იყო?
- ცხადია, რამეთუ უფრო მაღალი დონის გუნდი რომ გვყოლოდა, აუცილებლად გადავლახავდით ჯგუფურ ეტაპს.ჩვენ სხვანაირი გეგმება გვქონდა, თუმცა... რა თქმა უნდა, წარუმატებლობის რამდენიმე მიზეზი არსებობს.ერთ-ერთია მოთამაშეების ტრავმები და პეპეს წითელი ბარათი.
- უფრო მეტს მოელოდი ნაკრებისგან?
- დიახ, ყოველშემთხვევაში, მეგონა, რომ ჯუფურ ეტაპს აუცილებლად დავძლევდით.ამის საფუძველს, ფეხბურთელების პოტენციალი მაძლევდა, მაგრამ იმედები გაგვიქარწყლდა.ყველანი განფცვიფრებულნი ვიყავით, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება და ასეთი შემთხვევებისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ.სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ მერვედფინალირ საგზურს მოვიპოვებდით.არაუშავს, შემდეგ ჩემპიონატზე ვეცდებით თავის გამჩენას.
- მადრიდში უკვე 5 წელი ცხოვრობთ...
- (იცინის), დიახ, 5.
- რას იტყვით ფერგიუსონზე?
- მან დიდი ზეგავლენა მაოხდინა ჩემზე.ჩვენ დღემდე გვაქვს ურთიერთობა, ხშირად ვუგზავნით ერთმანეთს შეტყობინებებს, ვსაუბრობთ ემოზიებზე.მაგალითისათვის, როდესაც „უეფას“ სუპერ თასი მოვიგეთ (სევილიასთან), სერ ალექსმა გადმომცა მატჩის საუკეთესო მოტამაშისათვის განკუთვნილი ჯილდო და შემდეგ დოპინგ კონტროლზეც გამომყვა.ის ჩემი ახლო მეგობარია.
- მოურინიოს დროს საუკეთესო მომენტი არ ედგა კლუბს...
- ჟოზეს ეპოქაში, არც საკლუბო და არც პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, სახარბიელო ატმოსფერო არ სუფევდა შემადგენლობაში.სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთული ეტაპი იყო.მწვრთნელებიდან, მხოლოდ ფერგიუსონთან მაკავშირებს მეგობრობა, ხოლო პელეგრინისთანც და ანჩელოტისთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
- ანუ მოურინიოსთან არ მეგობრობ?
- ფეხბურთში იმიტომ მოვედი, რომ გამარჯვებები მოვიპოვო, ბოლომდე ვიბრძოლო და არა მეგობრების საძიებლად.
- დაგვიხასიათეთ თქვენი ერთი დღე...
- ვდგები ადრე, რათა მშვიდად გავაკეთო ყველაფერი.მიყვარს, ვარჯიშებზე 1 საათით ადრე მისვლა და ბოლოს წამოსვლა.
- როგორ უნდა შევინარჩუნოთ იდეალური ფიზიკური კონდიციები?
- ჩემი სხეული 50 პროცენტით ჩემი დამსახურებაა.თუ ფიზიკურად მზად არ ვარ, მყისვე მეტყობა მოედანზე.ყოველთვის დიეტაზე როდი ვარ, თუმცა კვების რაციონიდან ცხიმიანი საჭმელები და „სწრაფი კვების“ კერძელი ამოღებული მაქვს.
- როგორ ატარებ უქმეებს?
- ძირითადადთ სახლში ვარ, ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში.
- წაიკითხეთ წიგნი, რომელიც დედათქვენმა დაწერა?
- დიახ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესოა.მას ყოველთვის უნდოდა წიგნის დაწერა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას.ჩემი ოჯახი ამაყობს მისით.
- როდესაც დედათქვენი ფეხმძიმედ იყო თქვენზე, გაუსაძლისი ფინანსური მდგომარეობის გამო, აბორტის გაკეთებას გეგმავდა...
- ამის შესახებ ადრეც ვიცოდი და საერთოდ, რაც წერია წიგნში, ჩემთვის ნამდვილად არ არის სიურპრიზი.დიდებული ურთიერთობა მაქვს დედასთან და ვიცი, თუ როგორი გზა განვლო ჩემმა ოჯახმა.წიგნის გამოცემების შემდეგ უკეთესად გრძნობს თავს.მას უნდოდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწია.
- სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ადამიანებს ეხმარებით?
- პირადული შეკითხვაა და 2 მიზეზის გამო, არ მსურს პასუხის გაცემა.ვისაც უყვარს ქველმოქმედება, ამის შესახებ არ საუბრობს.სამწუხაროდ, ყველასთვის არ შეგვიძლია დახმარების გაწევა.გუნდში კომპეტენტური პირები მყავს და ისინი მაძლევენ რეკომენდაციებს აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით.კარგად ვგრძნობ თავს მაშინ, როდესაც სხვებს ვეხმარები, თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს.კარგად მახსოვს მღვდელის სიტყვები, რომელმაც ნათესავის ნათლობის შემდეგ მითხრა - „გაეცა იმდენი, რამდენიც გინდა.“ ყველამ უნდა გასცეს იმდენი, რამდენიც სურვილიც აქვს.ყოველთვის ჩუმად ვეხმარები სხვებს და ამით კმაყოფილი ვარ.ერთ ზღაპარშია ნათქვამი - „ღმერთი ეხმარება იმას, ვინც ეხმარება სხვას.“
- კათოლიკე ხარ?
- დიახ, მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც კათალიკეები ვართ.მინდა, რომ უფრო ხშირად ვიარო ეკლესიაში.რამდენიმე დღის წინ, მსახურებას დავესწარი.როდესაც ტაძარში შევედი, სიხარული და განტვირთვა დამეუფლა, შემდეგ პატარა ლოცვა წავიკითხე ჩემთვის და სრულფასოვან ადამიანად ვიგრძენი თავი.
- კარიერის დასრულების შემდეგ მადრიდში დარჩები?
- მადრიდში ყველაფერი კარგად მაქვს ორგანიზებული.შვილი სკოლაში დადის, საკუთარ სახლში ვცხოვრობ, თუმცა პორტუგალიაშ მაქვს ნავსაყუდელი.ძალიან მინდა სხვა ქვეყნების დათვალიერებაც.მსოფლიოს მოქალაქე ვარ და ამასთანავე მიყვარს მოგზაურობა.როდესაც მეტი თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად მოვინახულებ სხვადასხვა ქალაქებს.
- შენი შვილი პორტუგალიერ ენაზე იღებს განათლებას, თუ ინგლისურ?
- ის ამერიკულ სკოლაში დადის და ორივე ენაზე საუბრობს, როგორც მამამისი.
- შვილი სუროგატი დედისგან გააჩინეთ?
- ის კრიშტიანუ რონალდუს შვილია.პატივი ვცეთ ყველას პირად ცხოვრებას.ასეთ კითხვაზე არ მსურს პასუხის გაცემა.
- როდის აპირებ დაქორწინებას?
- ჯერ არა, თუმცა როგორც ნებისმიერი ადამიანი, მე დავქორწინდები (იცინის).
- შენსა და ირინას შორის ყველაფერი რიგზეა?
- დიახ, თუმცა ვფიქრობ, რომ ქორწილი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ.
- მზად იყავი იმისათვის, რომ 24 წლის ასაკში შვილი გყოლოდა?
- 11 წლიდან მარტო ვცხოვრობ.სწორედ ამ ხნის ვიყავი, როდესაც ლისაბონში გადავედი საცხოვრებლად და ოჯახის წევრებს 3 თვეში ერთხელ ვხედავდი, რაც ძალიან რთული იყო.ყოველდღე ვტიროდი, რამეთუ მიჭირდა, მათ გარეშე.18 წლის ასაკში მანჩესტერში გადავედი, ენაც არ ვიცოდი, თუმცა ახალ გამოწვევას სათანადოთ ვუპასუხე, რამეთუ დიდი გამოცდილება მქონდა მიღებული.
- შენ კარგად იცი, რას ნიშნავს ცხოვრება, ნამდვილი ცხოვრება!
- დიახ, თუმცა სწავლა ჯერ კიდევ არ დამისრულებია.ახლაც მზად ვარ ახალი გამოწვევებისათვის!
RealMadrid.Ru
პ.ს. „ამას რა წაიკითხავს,“ „რამხელაა“ და კიდევ მსგავსი უადგილო კომენტარების დატოვების შემთხვევაში, 5 დღიან ბანს მიიღებთ!
- 6 სექტემბერი 2014
- 3 234
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.