კრამერი : "დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს "რეალში" ან "უტდ"-ში
ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველის, კრისტოფ კრამერის განცხადებით, ის დიდი სიამოვნებით მოირგებდა მანჩესტერ "იუნაიტედის" ან მადრიდის "რეალის" მაისურს, რადგან ამ კლუბებში თამაში ყოველთვის ძალიან რთულია, მაგრამ უდიდესი გამოცდილების მიღებასთან არის დაკავშირებული...
"ჩემთვის გერმანია ძალიან ბევრს ნიშნავს, დიდ პატივს ვცემ იოჰამ ლიოვს და დარწმუნებული ვარ ის ნდობას ხშირად გამომიცხადებს, რადგან ყოველთვის ვცდილობ, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე."
"ჩემი კერპი სტივენ ჯერარდი იყო, ასევე ძალიან მომწონს ბასტიან შვაინშტაიგერის თამაში. შტეფან ეფენბერგს საკუთარ პოზიციაზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ."
"დღესდღეობით ჩაბი ალონსო ძალიან მაღალი რანგის ფეხბურთელს წარმოადგენს, ის ძალიან ჭკვიანია და მოედანზე ზუსტად ისე იქცევა, როგორც საჭიროა, დარწმუნებული ვარ მიუნხენის "ბაიერნს" ძალიან გამოადგება ბასკი ფეხბურთელი, "რეალმა" კი მის სანაცვლოდ ჩემი მეგობარი კროოსი შეიძინა. ვგონებ, ტონის უამრავი დადებით თვისება აქვს, ნებისმიერ მწვრთნელს მისი მონაცემები აღფრთოვანებაში მოიყვანს."
"სამომავლოდ დიდი სიამოვნებით მივიღებდი "რეალის" ან მანჩესტერ "იუნაიტედის" გამოწვევას. ორივე კლუბს დიდი ისტორიები და ტრადიციები აქვს. როგორც ესპანეთში, ასევე ინგლისში თამაში მეტად რთულია, ამიტომ დიდ გამოცდილებას იღებ და უმაღლესი კლასის ფეხბურთელად ყალიბდები."
- 6 სექტემბერი 2014
- 1 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.