მორიგი ვარჯიში
დღეს "რეალმა" მორიგი ვარჯიში გამართა. მთავარ გუდნში ივარჯიშეს ველაიოსმა, გარიმ, მოსკერამ, მარკოს ალონსომ და მატეოსმა. გუნდს დაუბრუნდა ფერნანდო გაგო.
მადრიდის "რეალმა" ძლიერ თოვაში ივარჯიშა. გუნდს ხუთი კანტერანო შეემატა: ველაიოსი, გარი, მოსკერა, მარკოს ალონსო და მატეოსი, ხოლო გუტი, კაკა, მარსელო, მეცელდერი, ვან ნისტელროი და პეპე ტრავმების გამო არ ვარჯიშობდნენ.
გუნდმა ვარჯიში გუშინ დაიწყო. დღეს კი ეს ყველაფერი გაგრძელდა. ვარჯიში ცივ გარემოში თოვლის თანხლებით მიმდინარეობდა. ფეხბურთელებმა მინი–კონუსის ვარჯიშების შემდეგ მოედანს წრე დაარტყეს.
ვარჯიშზე ბევრი სიახლე იყო. პირველი ფერნანდო გაგოს დაბრუნება. ფეხბურთელს გრიპი აწუხებდა და გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. არგენტინელმა დღეს ისევე ივარჯიშა, როგორც სხვა თანაგუნდელებმა. ხოლო დანარჩენი ხუთი ფეხბურთელი კანტერადან იხმო პელეგრინიმ. გარი, მატეოსი, მოსკერა, ველაიოსი და მარკოს ალონსო მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ.
ვან ნისტელროი, პეპე, მარსელო, კაკა, მეცელდერი და გუტი ტრავმების გამო ვერ ვარჯიშობდნენ. ჰოლანდიელმა ფორვარდმა გლანდების ოპერაცია გაიკეთა, პეპე სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. მას ხვალ ოპერაციას გაუკეთებენ, ხოლო გუტი, კაკა, მარსელო და მეცელდერი ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ.
მანუელ პელეგრინის შეგირდებს ამ კვირაში კიდევ სამი ვარჯიში აქვთ წინ. გუნდი შაბათს 2009 წლის ბოლო მატჩს გამართავს "სარაგოსასთან", შემდეგ კი 2010 წლიდან ფეხბურთელებს დიდი მიზნებისკენ ბრძოლა ელოდებათ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 16 დეკემბერი 2009
- 1 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.