ჩიჩარიტო - სადებიუტო მატჩების ოსტატი
ის, რომ ხავიერ ერნანდესი იღბლიანი თავდამსხმელია, სადებიუტო შეხვედრებიდანაც ნათლად ჩანს.
ჩიჩარიტოს ნათლობა პროფესიონალურ ფეხბურთში, 2006 წლის 9 სექტემბერს შედგა.„ჩივას გუადალახარას“ იმდროინდელმა დამრიგებელმა ხოსე მანუელ დე ლა ტორემ, ერთ-ერთ პაექრობაში, ბოლო 10 წუთი დაუთმო 18 წლის შემტევს, ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და პირველი გოლი გაიფორმა კარიერაში.
წარმატებული გამოდგა მექსიკელი შემტევის სადებიუტო თამაში „მანჩესტერ იუნაიტედშიც.“2010 წლის 8 აგვისტოს, Community Shield-ის ფინალში, „წითელი ეშმაკუნები“ „არისტოკრატებს“ დაუპირისპირდნენ.ერნანდესი მეორე ნახევარში ჩაერთო საქმეში და გოლიც მიითვალა.
„მანჩესტერის“ რიგებში 59 ბურთის ავტტორი, რიგით მესამე დებიუტის მოლოდინშია.დიდი ალბათობით, ჩიჩარიტოს მადრიდულ დერბიში მოუწევს „რეალის“ მაისურის პირველად მორგება და იმედია, ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს.
MARCA
- 6 სექტემბერი 2014
- 2 952
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.