„არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი გაძლებს რონალდუ „რეალში““
არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ, „რეალიდან“ წასვლის შესახებ ისაუბრა.
„ვერასოდეს გაიგებდით ჩემი პირიდან, რომ სამეფო კლუბის დატოვება მსურდა.“
„რონალდუმ და რამოსმა, კლუბის კაპიტნებმა, იცოდნენ რა მინდოდა და ამიტომაც, მხარს მიჭერდნენ ბოლომდე.“
„არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი გაძლებს კრიშტიან სამეფო კლუბში.“
„პერესთან არასოდროს მქონია ახლო ურთიერთობა.მას არ უნდა ჩემი კონტრაქტის გადახედვა და შესაბამისად, კლუბი შევიცვალე.“
„მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს, „რეალისგან“ ოფიციალური წერილი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ ფინალურ პაექრობაში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო, რამაც ძალიან შემძრა.“
AS
- 6 სექტემბერი 2014
- 6 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.