რონალდო "სარაგოსას" წინააღმდეგ ნახევარდაცვაში დაბრუნდება

კრისტიანო რონალდო დისკვალიფიკაციის შემდეგ, რომელიც მან "ალმერიასთან" მატჩში მიიღო, "სარაგოსასთან" დაუბრუნდება გუნდს. კრისტიანო რომ "სარაგოსასთან" ითამაშებს არავის ეპარება ეჭვი. უბრალოდ პელეგრინის ვერ გადაუწყვეტია რომელ პოზიციაზე ათამაშოს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი. თუ რონალდო ისევ თავდამსხმელად ითამაშებს, ჩილელ სპეციალისტს მოუწევს თადარიგში დატოვოს ბენზემა ან იგუაინი, მაგრამ მარსელოს მცირედი ტრავმის გამო პელეგრინიმ შესაძლოა კრისტიანო ისევ ნახევარმცველად ათამაშოს.

ასეთ სიტუაციაში რონალდო მეორე ტემპით შეუტევს, რომელიც ძალიან მოსწონს პელეგრინის. თუმცა ჩილელს არ სურს იგუაინისა და ბენზემას ტანდემი "დაანგრიოს". ამ ორმა ფორვარდმა "ვალენსიასთან" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

დიდი როტაცია შეეხება ნახევარდაცვის ცენტრს. ხაბი ალონსო შაბათს ვერ ითამაშებს ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო. მის ადგილს სავარაუდოდ ლასი დაიკავებს. მას ცენტრში დაეხმარება გრანერო, მარცხენა ფლანგს დაიკავებს ვან დერ ვაარტი, ხოლო რონალდო ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე. ეს ყველაზე გასაკვირი ტაქტიკაა პელეგრინის მხრიდან მარსელოს არყოფნაში. ექიმები ამ დღეებში საბოლოო პასუხს ეტყვიან ბრაზილიელ მცველს. შესაძლოა მან ითამაშოს კიდეც "სარაგოსას" წინააღმდეგ.


ინფორმაციის წყარო: As.com

  • faqo
  • 16 დეკემბერი 2009
  • 3 742
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)