ფლორენტინო: "რონალდუსთან არანაირი უთანხმოება არ არსებობს"

ფლორენტინო პერესი ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.

დი მარიას საქმე: "მე 2000 წელს მოვედი სამეფო კლუბში და მას შემდეგ ბევრი ფეხბურთელი მოვიდა და ბევრიც წავიდა. როცა ვინმე მიდის, ის მისთვის უკეთეს ადგილას გადადის. როცა ვინმე მოდის, ყოველთვის კითხვები არსებობს. ასე იყო თავიდან, როცა ზიდანი მოვიყვანე და ასე იყო წინა წელსაც, როცა კლუბში ბეილი მოვიდა. დი მარია ყველა ჩვენგანის ფავორიტი ფეხბურთელი იყო და მას , როგორც გულშემატკივრები, ისევე თითოეული ჩვენგანი, უდიდეს პატივს ვცემდით. მე არასდროს არ მისაუბრია ცუდად არცერთ იმ ფეხბურთელზე, რომელიც კლუბში იყო და მერე წავიდა. როცა "მადრიდის რეალი" და ფეხბურთელი თანხმდებიან კონტრაქტზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელს სურს კლუბში დარჩენა და მოსწონს აქაურობა. "მადრიდის რეალი" ყოველთვის პირნათლად ასრულებს თავის საკონტრაქტი ვალდებულებებს. დი მარიას ჰქონდა შესაბამისი ფინანსური მოთხოვნები, რომლებიც სავსებით სამართლიანი იყო, მაგრამ "მადრიდის რეალს" არ შეეძლო ამ პირობების მიღება. დი მარიას პირობების მიხედვით, რონალდუს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ის ხდებოდა.

ეს პირადი მოთხოვნილებით მოხდა. ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფეხბურთელი დარჩენილიყო, გვქონდა ჩვენი შეთავაზება, მაგრამ მან საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ჩვენ არ შეგვეძლო დავთანხმებოდით იმას, რაც კლუბის ფინანსურ სტაბილურობას და კლუბში არსებულ სიტუაციას თავდაყირა დააყენებდა. შესაბამისად მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ სამაგიეროდ მოვიყვანეთ ხამეს როდრიგესი , რომელიც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. შემთხვევით არ მომხდარა ის, რომ ხამესი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელი ფეხბურთელი გახდა. დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" წავიდა იმის გამო, რომ მათ შესაფერისი წინადადებით მოგვმართეს. არგენტინელი მუდამ დარჩება ჩვენს გულში და მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში."

კრიშტიანოს კრიტიკა: "შესანიშნავად ვიცნობ კრიშტიანოს და ვიცი, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. მისი "მადრიდის რეალისადმი" სიყვარული ეჭვს არ ბადებს. წავიკითხე მისი მოსაზრებები და მინდა გითხრათ, რომ თქვენი მინიშნება, თითქოსდა ჩვენს შორის ურთიერთობა ცივია , სიმართლეს არ შეესაბამება. ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს და დაძაბულობაც ჩვენს შორის საერთოდ არ არსებობს. კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის ბევრჯერ გაგვახარებს."

ხაბი ალონსო: "მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ის მოვიდა ჩვენთან და აგვიხსნა, რომ უმჯობესი იქნება , როგორც ჩვენთვის, ასევე მისთვისაც , კლუბიდან თუ წავიდოდა. მან გვითხრა, რომ მაქსიმუმი , რისი გაკეთებაც შეეძლო ამ კლუბისთვის, გააკეთა წინა წელს და გაშვება გვთხოვა. ჩვენ გვჯერა, რომ კროოსი და ილარამენდი შეძლებენ მისი წასვლით გამოწვეული დანაკლისის შევსებას. გარდა ამისა, გვყავს ხედირა, რომლის დატოვებაც გადავწყვიტეთ. პატივს ვცემთ ხაბის და მის გადაწყვეტილებას."

ფალკაო: "დიდებული ფეხბურთელია და ვისურვებდით, რომ გადმოსულიყო ჩვენს რიგებში, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვეჩქარებინა მისი შეძენა."

სეზონის დასაწყისი: "დიდებული გუნდი გვყავს. ამ ბიჭებმა ევროპის სუპერ თასი მოიგეს. ანოეტაზე მაგიური 30 წუთი გვქონდა, მაგრამ შემდეგ მოვეშვით და კოშმარი მივიღეთ. ეხლა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ყველაფერი წინ არის."

კასილასი: "ჩვენ სამი კარგი გოლკიპერი გვყავს. ვინ ითამაშებს ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე ვერ გეტყვით, ვინ უნდა ითამაშოს. ეს უკვე მწვრთნელის კომპეტენციაა."

ხედირას ტრავმა: "ანოეტაზე კარგად გრძნობდა თავს , ეხლა კი ტრავმირებულია."

ხედირას წასვლა: "როცა მსოფლიოზე მიდიოდა, თავი შეიკავა გახანგრძლივებისგან. მან კარგი სამუშაო გასწია და "მადრიდის რეალი" დააფასებს მის შრომას."

კრიშტიანო "მანჩესტერში": "მე ბევრჯერ მითქვამს და ვიტყვი კიდევ ერთხელ, ის უდიდეს პატივს სცემს "მადრიდის რეალს". თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ მას."

წყარო: AS, MARCA

  • shvela
  • 5 სექტემბერი 2014
  • 3 839
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)