ბენზემა : "ესპანელების დამარცხება მნიშვნელოვანი იყო"
კარიმ ბენზემამ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ნამდვილად ვერ გეტყვით თამაშგარეში ვიყავი თუ არა, რადგან განმეორებითი მომენტი არ მინახავს, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი გამარჯვება გახლავთ."
"როგორც ბურთის კონტროლის მხრივ, ასევე კონტრშეტევაზე კარგად ვითამაშეთ. სწორედ ისე გავედით მოედანზე, როგორც მთავარმა მწვრთნელმა დაგვარიგა, შედეგი კი დადებითი მივიღეთ."
"მუნდიალზე საკმაოდ სოლიდურად ვითამაშეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. საფრანგეთის ნაკრებს კარგი ეპოქა აქვს, ჩვენ ვპროგრესირებთ და დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტები ვიქნებით."
- 5 სექტემბერი 2014
- 2 135
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.