კროოსი : "ჩემთვის ხშირად არაფერი იცვლება"
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
"მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ დიდი ხანი არ გასულა, მაგრამ არგენტინელებთან დავმარცხდით, რაც არავის გვესიამოვნა, თუმცა როგორც მოგება, ასევე წაგებაც უნდა მიიღო."
"ახლა უკვე მომდევნო პაექრობაზე ვართ გადართულები. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და წარმატების მჯერა."
"რეალსა და ბაიერნს შორის ბევრი სხვაობაა, თუმცა მე ორივე გუნდში ბოლომდე ვიხარჯები. გერმანიაში ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებდი სასურველ კონდიციაში ყოფნისთვის, იგივეს თქმა შემიძლია ესპანეთზეც. ადაპტაციას უმოკლეს დროში გავდივარ და ვცდილობ კიდევ უფრო დავიხვეწო."
"ზეწოლა? ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვლილა, როგორც მიუნხენში, ასევე მადრიდში ითხოვენ ტიტულებს, აქედან გამომდინარე უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებ."
"არგენტინელებთან ნაკლებად ეფექტური ვიყავი როგორც მე, ასევე მთელი გუნდი, ვეცდებით უკეთესად ვიასპარეზოთ და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს."
- 5 სექტემბერი 2014
- 2 768
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.