საკონტინენტთაშორისო თასის მოგებიდან 54 წელი გავიდა
4 სექტემბერი მადრიდის "რეალისთვის" განსაკუთრებული დღე გახლავთ. სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა 1960 წელს პირველი საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს...
"რეალსა" და "პენიაროლს" შორის პირველი დაპირისპირება 3 ივლისს ურუგვაის დედაქალაქში გაიმართა, სადაც გუნდები ყაიმზე შეთანხმდმნენ (0-0). მეორე პაექრობას კი უკვე სანტიაგო ბერნაბემ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივები შესანიშნავი თამაში აჩვენეს და პირველ 10 წუთში მეტოქის კარი სამჯერ აიღეს.
საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში შეხვედრა 5-1 დასრულდა და თასს მადრიდული გიგანტი დაეუფლა.
პირველი გოლი "პენიაროლის" კარში პუშკაშმა მესამე წუთზე ჩაიწერა აქტივში, 1 წუთის შემდეგ ალფრედო დი სტეფანომ სხვაობა ორამდე გაზარდა, მე-9 წუთზე კი ფერენცმა დუბლი შეასრულა და "პენიაროლს" დედაქალაქელები გამანადგურებელი ანგარიშით უგებდნენ. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო, ტაიმის მიწურულს ჰერერამ მეტოქეს კიდევ ერთი ბურთი გაუტანა და "ბლანკოსი" 4 ბურთიანი უპირატესობით წავიდა წინ, მეორე ტაიმის 51-ე წუთზე კი "თეთრების" შემადგენლობიდან ხენტომ გამოიჩინა თავი. დედაქალაქელები მე-80 წუთისთვის 5-0 აცალმტვერებდნენ მეტოქეს, თუმცა მათ ერთი გოლი მიიღეს საკუთარ კარში, ავტორი კი სპენსერი აღმოჩნდა.
"რეალის" მაშინდელი შემადგენლობა : დომინგესი, მარკიტოსი, სანტამარია, პაჩინი, ვიდალი, ზარაგა, ჰერერა, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში და ხენტო
დაპირისპირების მთავარი არბიტრი ინგლისელი კენ ეშტონი გახლდათ.
- 4 სექტემბერი 2014
- 1 285
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.