მოდრიჩი შუკერს გაუთანაბრდა
ლუკა მოდრიჩმა, თანამემამულე დავორ შუკერის მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი გაიმეორა...
ნახევარმცველი სამეფო კლუბში რიგით მეოთხე ხორვატი გახლავთ. მოდრიჩი "რეალში" მესამე სეზონს ატარებს, ამ ხნის მანძილზე მან 109 დაპირისპირებას მოუყარა თავი, ზუსტად ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა შუკერსაც, რომელიც ხორვატიული ფეხბურთის ლეგენდა გახლავთ.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლუკას "ბლანკოსის" შემადგენლობაში მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი, რადგან მას ხშირად უწევს უკან დახევაც. დავორ შუკერი კი შემტევი იყო და მან 109 მატჩში 49-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის დამწუხრება.
შუკერისა და მოდრიჩის გარდა "მერენგების" შემადგენლობაში ხორვატთა მხრიდან იარნი და პროსინეცკი ირჯებოდნენ.
- 4 სექტემბერი 2014
- 1 562
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.